All for Joomla All for Webmasters

სიახლეები

მთავარი სიახლეები

წარმოდგენები, რომლებსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ

ოპერა განტვირთვისა და დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუმრობა ნამდვილად განსაკუთრებული სიამოვნებაა. აქ ყველა დეტალი ყურადღებითაა შერჩეული და მისულ სტუმარს სიამოვნებას ანიჭებს. დიდი ყურადღებით ირჩევა რეპერტუარიც. საოპერო დასი კი უმაღლესი დონისაა. მათ ხშირად აქვთ გასტროლები მსოფლიო მასშტაბით. თბილისში გამართული წარმოდგენები განსაკუთრებით ხიბლავს ოპერის მოყვარულებს, მათ კი ვინც ოპერის ხშირი სტუმარი არაა, ოპერის სიყვარულს უნერგავს. გთავაზობთ იმ წარმოდგენების ჩამონათვალს, რომელიც ივნისსა და ივლისში არ უნდა გამოტოვოთ.
”ლაურენსია” – წარმოდგენაზე დასწრება შესაძლებელია 23 და 25 ივნისს. ა. კრეინის ორმოქმედებიანი ბალეტის პრემიერა, რომელიც მოიცავს ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიასა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციასა და დადგმას. სოლისტები არიან ლალი კანდელაკი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი) და ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი, აშშ).
ბილეთები შეიძინეთ აქ
”ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2” – 28 და 29 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიდერლანდების ცეკვის თეატრს უმასპინძლებს. პროგრამა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და სხვადასხვა ქორეოგრაფის ნამუშევარს მოიცავს. ესენია Sleight of Hand – სოლ ლეონისა და პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია, Mutual Comfort – ედვარდ კლუგის ქორეოგრაფია, Solo – ჰანს ვან მანენის ქორეოგრაფია და Cacti და ალექსანდერ ეკმანის ქორეოგრაფია.
ბილეთები შეიძინეთ აქ
”დონ კიხოტი” – 30 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ლ. მინკუსის წარმოდგენას ”დონ კიხოტი” გთავაზობთ. სოლისტები არიან ეკატერინა კრისანოვა, ვლადისლავ ლანტრატოვი რუსეთის”დიდი თეატრიდან”. დირიჟორი კი იქნება ალივტინა იოფე. წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი.
ბილეთები შეიძინეთ აქ
”გედების ტბა” – წარმოდგენის ნახვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1-ელ ივლისს. სოლისტები არიან პოლონეთის ნაციონალური ბალეტი წარმომადგენლები ჩინარა ალიზადე და ვლადიმერ იაროშენკო. წარმოდგენაზე იმუშავებენ დირიჟორი ალივტინა იოფე, საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი.
ბილეთები შეიძინეთ აქ
Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

BALLET GALA- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 2 ივლისს გიმასპინძლებთ წარმოდგენით BALLET GALA. მასში მონაწილეობენ ნინო ანანიაშვილი, ალია ტანიკპაიევა, გერგეი ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები), ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარირო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სახელმწიფო ბალეტი, გერმანია), ჩინარა ალიზადე, ვლადიმირ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ვიკტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტის, აშშ), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები).
ბილეთები შეიძინეთ აქ სრული ვერსია

როგორი უნდა იყოს ბავშვის სათვალე

ბოლო დროს თვალის ექიმთან თუნდაც პროფილიაქტიკის მიზნით მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება. დიახ, მხედველობის პრობლემები მცირე ასაკში საკმაოდ მომატებულია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. არაერთი კვლევა ადასტურებს, გასულ წლებთან შედარებით, დღეს ორჯერ მეტი ბავშვი სკოლაში სათვალით მიდის და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
მიზეზი თითქმის ყველსთვის ცნობილია – ეკრანი, მობილურის, კომპიუტერისა და ტელევიზორის. მარტივი ენით რომ ავხსნათ, 3 წლამდე ასაკის ბავშვის თვალი ვერ უძლებს იმ დატვირთვას, რასაც ფერადი ეკრანი ასხივებს და რეფრაქციის პრობლემები იწყება. თანამედროვე ბავშვებს ხომ ჩვილობიდანვე "აწყნარებენ" ტელეფონსა თუ კომპიუტერში მულტფილმების ყურებით. ამ ასაკში თვალი ჩამოუყალიბებელია და ადვილად ვითარდება პათოლოგიები.

რა თქმა უნდა, სიფრთხილე და ეკრანთან ურთიერთობის შეზღუდვა მდგომარეობას გამოასწორებდა, თუმცა უკვე გამოვლენილ პრობლემებს პირველ რიგში, მკურნალობა სჭირდება, რაც ხარისხიანი სათვალის გარეშე შეუძლებელია. სწორედ აქ იწყება პრობლემები, რადგან ნამდვილად ხარისხიანი სათვალის შოვნა, რომელსაც კარგი ლინზების გარდა ხარისხიანი ცარჩოც ექნება, საკმაოდ რთულია. არჩევანი თითქოს დიდია, მაგრამ სინამდვილეში რა მასალით არის ეს სათვალეები დამზადებული, ამას ვერავინ გეტყვით. არც მხოლოდ ზუსტად მორგებული ლინზაა საკმარისი. სათვალე რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.
როგორ უნდა იყოს ბავშვის სათვალე:
• სასათვალე ლინზა არ შეიძლება იყოს მინის (მინერალური ლინზა), ვინაიდან ადვილად იმსხვრევა და შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს.
მინა ამასთანავე საკმაოდ მძიმეა – მძიმე სათვალე კი აწუხებს ბავშვს, აღიზიანებს კანს, იწვევს სათავლის დაცურებას, რაც არასწორი კორექციის მიზეზი ხდება.
• სათვალის ჩარჩო აუცილებლად ბუნებრივ მასალებს უნდა შეიცავდეს, უნდა იყოს დრეკადი და მსუბუქი. თუ სათვალე მძიმეა, მისი ტარება ცხვირის ძგიდისთვის დიდი დატვირთვა იქნება.
• მნიშვნელოვანია ასევე, რომ სათვალის ჩარჩო იყოს ჰიპოალერგიული. არ აღიზიანებდეს თვალს და მის მიმდებარე კანის ქსოვილს.

• სადღეისოდ ბავშვის სასათვალე ლინზისათვის ყველაზე შესაფერის მასალად პოლიკარბონატი და ორგანული მინა ითვლება, ვინაიდან გამძლეა, მსუბუქია და ჰიპოალერგიულია.

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

იმის გამო, რომ სათვალის წონის უმეტესი წილი ცხვირის ძგიდეს აწვება, საცხვირეებიან სათვალეებში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ელასტიურ საცხვირეებს, რათა სიმძიმე ოპტიმალურად განაწილდეს. თუ ბავშვი ალერგიულია, მეტალის ჩარჩოზე საერთოდ უარი უნდა თქვათ.
• რაც შეეხება მზის სათვალეს: ბევრს მიაჩნია, რომ ბავშვს მზის სათვალე საერთოდ არ სჭირდება. სინამდვილეში ბავშვის ბროლი იმდენად გამჭვირვალეა, რომ უფროსზე მეტად სჭირდება დაცვა. მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების სრული დაცვა შესაძლებელია ხარისხიანი მზის სათვალით. ასეთ სათველეებს აუცილებლად აქვთ შესაბამისი წარწერა: 100% UV Protection.

თუმცა გახსოვდეთ, რომ იაფფასიან მზის სათვალეზე აქცენტის გაკეთება გამოსავალი არ არის. საეჭვო ბრენდების მიერ წარმოებულმა ბავშვის სათვალემ კომფორტის ნაცვლად, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას თქვენს შვილს. ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე ახალი ინგლისური ბრენდი Zoobug-ი გამოჩნდა, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ბრენდის მიერ შემოთავაზებული ოპტიკური თუ მზის სათვალეების ფართო არჩევანი მოდურია და რაც მთავარია მაქსიმალურადაა მორგებული თქვენი პატარების მოთხოვნებზე.სრული ვერსია

უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე – დედაქალაქის გამწვანების ისტორია

"თბილისს XVIII საუკუნის ჩათვლით, თავისებური გამწვანების ისტორია და კულტურა ჰქონდა, ერთი ხე არ იდგა, ასეთი წესი იყო", – გვეუბნება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, "თბილისის ამქრის" წევრი, ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. მასთან ერთად ამჯერად დედაქალაქის წარსულიდან რამდენიმე ეპიზოდზე ვსაუბრობთ, თემა ქალაქის ადრინდელი გამწვანება, პირველი საზოგადოებრივი ბაღები და მოედნებია…
"ვინაიდან თბილისი ყოველთვის თავდაცვაზე იყო ორიენტირებული, რადგანაც ქალაქს მუდმივად დაპყრობა ემუქრებოდა, ამიტომ, თავიდან ბოლომდე გალავანში იყო მოქცეული და ჩაკეტილი. სახლები ერთმანეთზე იყო მიბჯენილ-მიწყობილი, იყო კაპილარული ქუჩები, სამშენებლო ტექნიკა ვერ ვითარდებოდა და სახლები ერთსართულიანი, ბანიანი გახლდათ. იმის გამო, რომ ქალაქი სიმაღლეში ვერ მიდიოდა, მიწას მაქსიმალურად ითვისებდნენ და ხის დარგვის, გამწვანების და ბაღების ფუფუნება არ ჰქონდათ," – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თბილისის წარსულს უკვე წლებია, სწავლობს.
ელისაშვილის თქმით, იმ პერიოდში, მოედანიც კი ცოტა იყო, სულ – სამი. ეს ყველაფერი ფეოდალურ პერიოდში, საქართველოში რუსების შემოსვლამდე (1801 წელი) ხდებოდა.
– რომელია ის სამი მოედანი?
– ერთი "შეითან ბაზარი" (სავაჭრო მოედანი) გახლდათ, ახლა "გორგასლის მოედანი," რომელიც პრაქტიკულად დაიკარგა და იქაურობას მოედნად ვეღარც აღვიქვამთ (ეს არის ადგილი, სადაც ამჟამად შარდენის ქუჩა იწყება, სხვაგვარად მას "თათრის მოედანიც" ერქვა და "ციხის მოედანსაც" ეძახდნენ).
შეითან ბაზარი და დღევანდელი გორგასლის მოედანი



ასევე იყო "მოღნის მოედანი" (დღევანდელი "გუდიაშვილის მოედანი"), იქ შრომის ბირჟა იყო (დაახლოებით ისეთი, ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ არის), სადაც კურტნის მუშისა და სხვა მოხელის დაქირავება შეიძლებოდა. შემდეგი მოედანი "ბატონის მოედანი" გახლდათ, ანუ დღევანდელი "ერეკლეს მოედანი". ეგ მთავარი მოედანი იყო, რადგანაც საპატრიარქოს შენობის ადგილზე მაშინ მეფის სასახლე იდგა, სადაც ერთი ხეც არ ხარობდა. ზოგადად კი, არც ერთი მოედანი არ იყო გამწვანებული. ამის დასტურია ისიც, რომ გრავიურებზე ერთი ხეც არ ჩანს. სამაგიეროდ, იქაურობას გარშემო ბაღები აკრავდა – "ორთაჭალის ბაღი," "კრწანისის ბაღი," "სოლოლაკის ბაღი," "ვერის ბაღი".
ორთაჭალის ბაღები



– უცნაური კულტურა ყოფილა…
– კი, ეს ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვა გახლდათ. მთავარი იყო, გალავანში ყოფილიყვნენ და დაცულები. გალავნის მიღმა ლეკები აოხრებდნენ სოფლებს – კუკუას, ჩუღურეთს, იყო საჯინიბოები და მტკვარ გაღმა მოსახლეობას ცხენებს ჰპარავდნენ, – ერთხელ გიორგი XII უყურებდა, როგორ გაუძარცვეს საჯინიბო…
– რა მოხდა რუსების შემოსვლის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში?
– ჩემი ნება რომ იყოს, ამ ისტორიას სხვაგვარად შევცვლიდი, მაგრამ სამწუხაროდ, ისეა, როგორც არის: ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ის პერიოდი XIX საუკუნის "ოქროს ხანად" იწოდება, რადგანაც ისტორიის მანძილზე ამდენი ხანი მშვიდობა თბილისს არ ჰქონია (1801 წლიდან 1921-წალამდე არავინ შემოსულა)…
რასაც სხვაგვარი კულტურის განვითარება მოჰყვა: გაჩნდა საზოგადოებრივი ბაღები და ამის პირველი მაგალითი "ალექსანდრეს ბაღია," ამას ქართველების პროტესტი შეხვდა… მაგრამ მიუხედავად პროტესტისა, ყველაზე პრესტიჟული ბაღი მაინც ეგ იყო, სადაც ტერასაზე რუმინული ორკესტრი უკრავდა და "სასვეტსკაო" ადგილი იყო.
ალექსანდრეს ბაღი





– პროტესტი რამ გამოიწვია?
– რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იქ სამხედრო მუზეუმი აეშენებინა, სადაც დღევანდელი "ცისფერი გალერეაა". თუ დააკვირდებით, ის ბაღის

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

ტერიტორიაზეა შეჭრილი… იქ მუზეუმის აშენებამ მაშინდელ თბილისის საკრებულოში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, ის ობიექტი როგორც კავკასიის დაპყრობის მემორიალური სამხედრო მუზეუმი ყოფილიყო, სადაც იყო ნივთები, რომლებიც კავკასიის დაპყრობას ასახავდა, ამის გამო ხალხი ძალიან გაბრაზდა და "ალექსანდრეს ბაღში" აღარავინ დადიოდა…
– რაც შეეხება "ბოტანიკურ ბაღს," მანამდე არ არსებობდა?
– ის სამეფო-სააფთიაქო ბაღი გახლდათ. მას განსაკუთრებულად გიორგი XI-ის ცოლი – მარიამი უვლიდა, ხოლო 1845 წელს კი ვორონცოვმა "ბოტანიკურ ბაღად" გამოაცხადა, თუმცა ისიც თავის დროზე, გალავნის მიღმა გახლდათ. იქ თან ხეხილიც ხარობდა და საქეიფო ადგილებიც იყო. მისი მორწყვა მთელი ამბავი გახლდათ, სამეფო სიგელები არსებობს, ვინ როდის მორწყა და რუ როდის გამოუშვა…
– გამოდის, რუსეთის დროს დაწყებულა ქალაქის შიგნით საზოგადოებრივი პარკების გაშენება-მოწყობა…
– სამწუხაროდ ასეა. 1859 წელს ოტო სიმონსონმა გეგმა გააკეთა, პირველი საზოგადოებრივი პარკი თუ როგორ მოეწყო, თუმცა მანამ სასაცილო რაღაც მოხდა: რუსთაველის გამზირს "სარუსეთო გზა" ერქვა, მერე "ქალაქის ბულვარი" უწოდეს, რომელსაც 1942 წელს "გოლოვინსკი" გახდა.
ის იყო თბილისის პირველი ქუჩა, სადაც მწკრივში ხეები დარგეს, ქართველები ამაზე ვიცინოდით, – ეს რა საშინელება გააკეთეს, ხეებს როგორ აწვალებენო?! მოკლედ, ხეები მწკრივში ჩაირგო და გაკეთდა ბულვარი. ჩვენ ხომ ამყოლი ხალხი ვართ და რუსები რომ "სვეცკაობდნენ" იქ და მათ მსგავსად, სეირნობა ჩვენც დავიწყეთ…
გოლოვინსკი და რუსთაველის გამზირი



– მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ამ მიმართულებით მაგ დროს რა ხდებოდა?
– მერე შიდა კვარტალური ბაღების კულტურა გაჩნდა, რაც უკვე გერმანელებმა შემოიტანეს. მაგალითად, "გორკის ბაღი," "არტოს ბაღი" – თითოეული ბაღი გერმანელების მიერ არის აშენებული, ანუ ამა თუ იმ კვარტალს თავისი ბაღი გაუჩნდა. ასეთი რამ ჩვენთან მანამდე არ ყოფილა…
საქართველოში პირველი გერმანული ოჯახი 1817 წელს ჩამოსახლდა, რომელსაც ნელ-ნელა სხვები მოჰყვნენ. ისინი კოლონისტები იყვნენ. რელიგიური სექტა იყო და მიაჩნდათ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებული იყო და არარატის მთასთან რაც უფრო ახლოს იქნებოდნენ, გადარჩებოდნენ. "არარატის" მთასთან საქართველო და აზერნბაიჯანი იყო ახლოს. საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა შექმნეს დასახლებები სართიჭალაში, ასურეთში, ბოლნისში, სოფელი "ნოიე ტიფლისი" "პლეხანოვზე," რომელიც მერე ჩაიკარგა…
1817 წელს მარჯანიშვილის მოედანზე იდგა გერმანული ეკლესია – კირხა, ხოლო მათი სასაფლაო, გორკის ძეგლის უკან ტერიტორიაზე იყო, სადაც ახლა გერმანული ეკლესიაა. ისე, კი რამდენიმე გერმანული ეკლესია საქართველოს ცკ-ს მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა დაანგრია და 1946 წელს ამ ნგრევას გერმანული კირხაც შეეწირა… გერმანელების 20.000-მდე ოჯახი სამტრედიის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქაურობას ალექსანდრედორფი ერქვა.
გერმანული კირხა

– "მუშთაიდის ბაღზე" რას იტყვით?
– ძალიან განაპირა ბაღი იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, ირანელმა დაარსა, თუმცა ის XIX საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული, "ალექსანდრეს ბაღში" დაწყებული მშენებლობის გამო გაჩენილი პროტესტით და ახალი "სასვეტსკაო" ადგილი გახდა…
ლალი ფაცია
AMBEBI.GE
ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; burusi.wordpress.com; თბილისის ფორუმისრული ვერსია

სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან

სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე არსებობს გვერდი "ისრაელის სექსუალური ქალი ჯარისკაცები", რომელსაც ასი ათასზე მეტი გამომწერი ყავს. ყოველდღიურად გვერდზე იდება საოცარი სილამაზის გოგონების ფოტოები, რომლებიც ისრაელის ჯარში მსახურობენ.
ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება ისრაელის თავდაცვით ნაწილში, რაც საერთო ჯარისკაცების ჯამის სამი პროცენტია. ფოტოგალერეაში იხილავთ თვალისმომჭრელი გოგონების ფოტოებს არმიის ფორმაში და მის გარეშე…

იხილეთ ფოტოგალერეა










სრული ვერსია

7 მარტივი საქმიანობა, რომლითაც საქართველოში დამატებით შემოსავალს მიიღებთ

გარდა იმისა, რომ ზაფხული მშვენიერი დროა დასვენებისა თუ გართობისთვის, წელიწადის ამ სეზონზე დამატებითი ფულის შოვნაც შეიძლება.
ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა დამატებითი შემოსავლისთვის სწორედ ზაფხულს იყენებს და სხვადასხვა მსუბუქი საქმიანობით არის დაკავებული. გთავაზობთ იმ "საზაფხულო" სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც საუკეთესო საშუალებაა დამატებითი შემოსავლისთვის.
ძაღლების გასეირნება
"ზაფხულის" სამუშაოებს შორის უდავოდ სახსენებელია ძაღლების გამსეირნებლის ვაკანსია. როგორც წესი, შინაური ცხოველების პატრონები ერთი ოთხფეხა მეგობრის გასეირნებისთვის ერთ საათში დაახლოებით, 5-დან 15-ლარამდე იხდიან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი სამსახური შეიძლება რამდენიმე თვესაც გრძელდებოდეს. მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში არის განცხადებები, სადაც ძაღლის პატრონები

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

გამსეირნებელს ერთთვიან შეთანხმებას სთავაზობენ, რომლის პირობების თანახმად, დღეში ნახევარი საათისთვის, გამსეირნებლებს დაახლოებით 200 ლარამდე უხდიან.
ბარმენობა და მიმტანობა
ძაღლების გასეირნების გარდა, ზაფხულში გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი ბარმენობა ან მიმტანობაა. სეზონის მოახლოებასთან ერთად, დედაქალაქსა თუ სხვა ტურისტულ ზონაში კაფე-ბარების რაოდენობა მატულობს და შესაბამისად, ჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები. ბუნებრივია, ბარმენისა თუ მიმტანის შემოსავალი დიდწილად დამოკიდებულია გამომუშავებაზე და ე.წ. "ჩაიზე", თუმცა საშუალო სტატისტიკურ თბილისურ ბარში ნახევარგანაკვეთიანი მუშაობისთვის მეპატრონეები 20-25 ლარს იხდიან.

გაგრძელება+ვიდეო
სრული ვერსია

,,საქართველოს რკინიგზა” CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს

,,საქართველოს რკინიგზა” CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“,,საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, დღეს, თბილისში, ,,ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ – CER-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება.
აღნიშნული ტიპის შეხვედრებს CER წელიწადში ორჯერ – ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებში მართავს. სხდომა, რომელზეც მე-4 სარკინიგზო პაკეტის მიმდინარეობა განიხილება, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში, საქართველოში, წელს პირველად იმართება.
„საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ სხვადასხვა დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების ვალდებულება აიღო. მათ შორის, 8 დირექტივა, საქართველოს რკინიგზას ეხება. CER, რომლის წევრი საქართველოს რკინიგზაა, კომპანიას გამოცდილებას როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით უზიარებს. ფორუმი, რომელიც თბილისში იმართება, საუკეთესო პლატფორმაა ევროპის რკინიგზების ადმინისტრაციებთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად“, – აცხადებენ ,,საქართველოს რკინიგზაში”.
მათი ინფორმაციით, CER-ის მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის წევრი რკინიგზებისა და კომპანიების ინტერესების ევროკავშირის ტერიტორიაზე მხარდაჭერა. მისი სლოგანია ,,ევროპული რკინიგზების ხმა“ და ის ევროკავშირში რკინიგზების ომბუდსმენია.
თბილისში CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნის რკინიგზების ევროპული მიმართულების დირექტორები ესწრებიან. შეხვედრის თავმჯდოამრეა CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სალუქვაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს წარმოამდგენლები ესწრებიან.
ფორუმი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, საქართველოს რკინიგზას თავის ნაწილში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
,,დღეს საქართველოს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც CER-ის ფორუმი ევროკავშირს ფარგლებს მიღმა ტარდება. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილად ვითვლებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომლის ნაწილი გახლავთ ევროდირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია. სარკინიგზო ტრანსპორტის ნაწილში აჟამად მიმდინარეობს მე-4 სარკინიგზო პაკეტის

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

განხორციელება. საქართველოს რკინიგზას საკმაოდ ხელშესახები პროგრესი აქვს აღნიშული დირექტივების ნაწილში და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მე-4 პაკეტის განხილვას შეეხება,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
,,საქართველოს რკინიგზის”ინფორმაციით, ფორუმს CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი უძღვება. მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს რკინიგზის CER-თან თანამშრომლობის ფაქტი. მისი თქმით, ევროპასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან.
,,ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ვარ და ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. მაქვს საშუალება, ვესაუბრო ქართველ კოლეგებს და ერთად განვიხილოთ არა მხოლოდ შიდა საკითხები, არამედ ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში შედის. ამ მიმართულებით ქართველი კოლეგების აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ“, – აღნიშნა ლიბორ ლოხმანმა.
"ინტერპრესნიუსი"სრული ვერსია

ფეხსაცმელი, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის (+ რჩევები)

ზაფხული — საუკეთესო დრო არის ექსპერიმენტებისთვის და თვალშისაცემი ფეხსაცმლის გარეშე, ეს სეზონი უბრალოდ წარმოუდგენელია.
აქ წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ფეხსაცმელს, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა გოგონას, თუ ქალბატონის გარდერობში მოიძებნება. გაეცანით თითოეულის დადებიით და უარყოფით მხარეებს და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ჩაცმა.
ესპადრელები
პლუსი:
მოსახერხებელი და

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

მსუბუქი, კომფორტული თითებთან.
კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს (თუ ფეხსაცმელი ნატურალური ნედლეულისგან არის).
ფეხს არ ტკენს.
მინუსი:
ბრტყელი ლანჩი.
ფეხსაცმლის კონსტრუქცია არ არის საიმედო საყრდენი ფეხის ტერფისთვის.
ადვილად სველდება.
მალე ფუჭდება.
ლანჩები სხეულის წონას ვერ უძლებს და იზეკება.
რჩევა: აირჩიეთ თასმიანი ესპადრელები, სუპინატორით. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის შიდა ფაქტურას (ზოგიერთ მოდელში, ლანჩი ნაპირებში მყარი საფენით არ არის დაფარული და შეიძლება ფეხი გადაგიხეხოთ).
წაიკითხეთ გაგრძელებასრული ვერსია

5 პრობლემა, რომელსაც მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა გამოიწვევს

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში დაახლოებით, 18 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 0,7%-ია. ასეთია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაცემები.
ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის თქმით, სტატისტიკური მონაცემებიდანაც ჩანს, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა,

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციების ამოქმედებით, ფერმერებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ, რომელთა ჩამონათვალსაც თავად ნინო ზამბახიძე და ეკონომისტები, ბესო ნამჩავაძე და დავით ასლანიშვილი გვთავაზობენ:

1. ბანკებისთვის იპოთეკური სესხის გაცემისას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიმზიდველი აღარ იქნება.

ნინო ზამბახიძე განმარტავს, რომ ბანკების წილის უმეტესობას უცხოური კომპანიები ფლობენ, შესაბამისად, თუ ფერმერს ფინანსური პრობლემები შეექმნება და სესხს ვეღარ დაფარავს, კომპანიებს იპოთეკაში ჩადებული მიწების გადაფორმების უფლება აღარ ექნებათ, – "ცხადია, ასეთ მაღალ რისკს არცერთი ბანკი არ გასწევს, ამიტომ ფერმერებისთვის იპოთეკური სესხის მიცემა მათთვის მიმზიდველი აღარ იქნება" – განმარტავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე. წაიკითხეთ გაგრძელებასრული ვერსია

ეს უნდა იცოდეთ, რათა Online Shopping-ისას მოტყუებული არ დარჩეთ

ონლაინ შესყიდვა (online shopping) სულ უფრო პოპულარული ხდება. ყოველდღიურად იზრდება იმ მომხარებელთა რაოდენობა, რომლებიც არჩევანის მრავალფეროვნების, ფასის, ხარისხის, სიმარტივისა და სხვა მახასიათებლების გამო უპირატესობას ონლაინ მაღაზიებს ანიჭებენ. თუმცა, ონლაინ ვაჭრობას ჩვენს პერსონალურ და ფინანსურ მონაცემთა დაცულობასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს თან. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად კი კონკრეტული წესების დაცვაა საჭირო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მომხმარებლებს ურჩევს თუ როგორ დაიცვან უსაფრთხოება ონლაინ შესყიდვებისას. აპარატის ცნობით, ონლაინ შესყიდვისას რეკომენდებულია:
ბოქლომის სიმბოლოიანი ვებ-გვერდის გამოყენება:

  • ონლაინ შესყიდვა ისეთი ვებგვერდიდან განახორციელეთ, რომელსაც მისამართის ველში ბოქლომის სიმბოლო ერთვის,

    Advertisement

    You must have Flash Player installed in order to see this player.

    რაც ტრანზაქციების დაცულობაზე მიუთითებს. ვებგვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანისას, ბოქლომის სიმბოლოსთან ერთად მისამართის პანელი უნდა იწყებოდეს HTTPS://-ის გამოსახულებით (ნაცვლად HTTP://-ისა), სადაც S-ი (secure) მიუთითებს ვებგვერდის უსაფრთხოებაზე.


სანდო ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების (Mobile App) გამოყენება:

  • ახალ ვებგვერდზე შესყიდვის განხორციელებამდე ვებგვერდის და რეალიზატორის შესახებ წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია. გაეცანით სხვა მომხმარებელთა შეფასებას და გამოცდილებას.

განაგრძეთ კითხვასრული ვერსია

რა შემთხვევაში შეგიმცირდებათ ვიდეოჯარიმის გადასახადი 20%-ით

ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში, შეიმუშავა ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი.
"ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში", – აცხადებენ შსს-ში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს ესტონეთის კანონმდებლობა.
შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.
ხილეთ ვიდეო
"ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების
ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში", – აცხადებენ შსს-ში.
პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინიგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნეს-სექტორისთვის.
ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

სრული ვერსია

ელისაბედ მეორე: დიდი ბრიტანეთი სევდიანმა განწყობამ მოიცვა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფიც