მთავარი სიახლეები საჩუქრები უცნობ ადამიანებს – ახალგაზრდა ცოლ-ქმრის იდეა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს აბედნიერებს

საჩუქრები უცნობ ადამიანებს – ახალგაზრდა ცოლ-ქმრის იდეა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს აბედნიერებს

12
გაზიარება

"გავაჩუქებ ჰასკის ლეკვს"; "მსურველს ვაჩუქებ უნარებში მომზადების უფასო კურსს", "გავაჩუქებ წიგნს"… – დაახლოებით ერთი თვეა, "ფეისბუქის" ერთ ჯგუფში, მსგავსი ამბები ტრიალებს. ჯგუფსაც შესაბამისი სახელი ჰქვია – "საჩუქრები" და მისი 21 000 წევრის ერთადერთი მიზანია, ვინმეს რამე აჩუქოს, ბუნებრივია უანგაროდ. ჯგუფის შექმნის იდეა რეჟისორსა და სცენარისტს გიგა ლოლაძეს ეკუთვნის:
"იდეა ჩვეულებრივი ყოფისგან გაჩნდა. ერთხელ როდესაც ჩემი მეუღლე თაია სახლს ალაგებდა, იპოვა ნივთი, რომელიც ადგილს იკავებდა, არადა ძალიან კარგი ნივთი იყო და დაიწუწუნა სად წავიღოო, ვუთხარი გააჩუქემეთქი. ვის ვაჩუქოო, ვიმსჯელეთ და რომ ვერ მოვიფიქრეთ ვისთვის გვეჩუქებინა, აქედან გაჩნდა იდეა გამეკეთებინა ჯგუფი, სადაც ადამიანები დადებდნენ ნივთებს და მსურველი თავად გამოჩნდებოდა. თავდაპირველად, მეგონა რომ მხოლოდ მე გავუმკლავდებოდი ჯგუფს, მაგრამ იმდენი ხალხი დაინტერესდა, რომ მხოლოდ მე და თაია ვეღარ ვმართავთ.
ჯგუფს ჰყავს ყველაზე მაგარი მოდერატორების გუნდი. ნამდვილი გმირები, რომლებიც დაუღალავად, მთელი დღის მანძილზე აკონტოლებენ ყველაფერს რაც იმით გამოიხატება, რომ ჯგუფში იდეალური გარემოა შექმნილი და მცირედი დაძაბულობაც არ არსებობს. გეტყვით იმ ადამიანებსაც, ვინც "საჩუქრების" სულის ჩამდგმელები არიან: თამარ მერლანი, ნინო ფუტკარაძე, თეონა ფუტკარაძე, სალომე ჯოხაძე, ირი ლეკვეიშვილი, მარი გოგოლიძე, მოდერი ნინა და ჩვენი ემიგრანტი საბერძნეთიდან ნესი რობაქიძე.
– თუ გქონდა რამე მიზანი როცა ამ ჯგუფს ქმნიდი ?
– მიზანი ახლა უფრო მკაფიოა, ეს ჯგუფი ცალსახად ემსახურება უცხო ადამიანების მიმართ პოზიტივის, სიხარულის და საჩუქრების ჩუქებას, რაც ძალიან კარგად გამოსდით ჯგუფის წევრებს და თითოეულ დღეს პოზიტივით უვსებენ ერთმანეთს.
– ჯგუფმა სოციალურ ქსელში საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია, ელოდი ხალხის ასეთ რეაქციას?
– ჯგუფი ოფიციალურად პირველი ივნისიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპისთვის 21 000 წევრს გასცდა. წარმოიდგინეთ რამხელა გამოხმაურება ჰპოვა, არ ვიცი, ახლა რომ ვფიქრობ შეიძლება არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ და

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

გახარებულია ჯგუფის ყველა წევრი. ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთმანეთს სიხარული და სითბო გავუზიაროთ. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. მგონი ეს ერთადერთი ჯგუფია, რომლის იდეაც ჩანასახშივე გამორიცხავს უკმაყოფილებას, უბრალოდ არიან ადამიანები, ვისაც რაღაც საჩუქარი ვერ შეხვდათ, რადგან ადრინდელი წესებით, ვინც პირველ კომენტარს დაწერდა, მას ეკუთვნოდა საჩუქარი. ამის გამო წესები შევცვალეთ და ამ ეტაპისთვის იდეალურად მიდის ყველაფერი და ჯგუფში ჰარმონია და პოზიტივი სუფევს.
– ვაკვირდები და უამრავი საინტერესო რამე გაჩუქდა….
– გეთანხმებთ, ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქარი გაჩუქდა. მაგ: მასწავლებელმა ორი აბიტურიენტი აიყვანა და მოამზადა უფასოდ, იყო სტომატოლოგიური კლინიკიდან უფასო მომსახურება, ლაშქრობა უფასოდ და ა.შ ასევე ძირითადად ჩუქდება ნივთები და აქ ყველაზე მეტად გოგონები აქტიურობენ. სხვათაშორის, ახლა ერთ-ერთ საკურიერო კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით ეს კომპანია შეღავათიან ფასად მიაწვდის გამჩუქებლის საჩუქარს მჩუქებელს, რაც ძალიან კარგი შემოთავაზებაა.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GEსრული ვერსია