მთავარი სიახლეები პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება

8
გაზიარება

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
„ჩვენ დავუკავშირდით დეკანზ გიორგი მამალაძის ოჯახს და შეხვედრა პატრიარქთან შედგება 21 ივნისს 13 :00 საათზე. უნდა ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ასეთი კადნიერი და ულტიმატუმების ენით საუბარი, ძალიან არაკორექტულია. მადლობა მინდა ვუთხრა მის უწმინდესობას, რომ მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა შეხვდეს ამ ოჯახის წევრებს. ეს შეთანხმება მივიღეთ დღეს საპატრიარქოში. მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა ასე“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
"ინტერპრესნიუსი"სრული ვერსია