მთავარი სიახლეები მკვლელობა ვარკეთილში – გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი

მკვლელობა ვარკეთილში – გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი

29
გაზიარება

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მესამე მიკრორაიონში 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.სრული ვერსია