მთავარი სიახლეები მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

9
გაზიარება

სტამბოლი-თბილისის რეისი დაგვიანებით შესრულდა. როგორც მგზავრების ნაწილი აცხადებს, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა.
"შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. აღმოჩნდა, რომ მეხი დაეცა ჩვენს თვითმფრინავს. დაშავებულები არ არიან", – განუცხადა "რუსთავი 2"-ს ერთ-ერთმა მგზავრმა ნუცა ფარღალავამ.
კიდევ ერთი მგზავრის, გადაცემა "ექიმების" წამყვანის დავით ლოლაძის თქმით, "აფრენიდან 15 წუთში წრედი შეიკრა, გაჩნდა მეხი და დაარტყა თვითმფრინავს. ამის მერე იყო მართვის პრობლემები. შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში", – აღნიშნა ლოლაძემ.

შემთხვევის შესახებ ფეისბუქის პირად

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

გვერდზე დაწერა "ექიმების" წამყვანმა კოტე მათითაშვილმაც: "მოკლედ, მეხმა გლიჯა ჩვენს თვითმრინავს (კი დავინახე კაი ძლიერი ელვა ფრთასთან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი) ასე გვითხრეს, გადავრჩით! აფრენიდან 40 წთ-ში დავჯექით ისევ ათათურქში…. ახლა კარგად ვართ, პილოტი ძლიერი, მადლობა მას!!!!!!!! ველოდებით შემდეგ აფრენას, შოკია!!! 80% იყო შანსი, ასე ამბობენ… მფრინავის ხმა საუბრისას… ვაააა კინოა რა!" – წერს მათითაშვილი.

ავიაკომპანია "ატლას გლობალის" ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა.
"სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას, უამინდობის გამო თვითმფრინავს სტამბოლში დაბრუნება მოუწია, თუმცა რეისი მოგვიანებით შესრულდა", – განუცხადეს AMBEBI.GE-ს ავიაკომპანიაში.სრული ვერსია