მთავარი სიახლეები საფრანგეთში ხარმა მატადორი მოკლა

საფრანგეთში ხარმა მატადორი მოკლა

7
გაზიარება

ესპანელი მატადორი სამხრეთ საფრანგეთში გამართულ კორიდის ფესტივალზე მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

36 წლის ივან ფანდინოს Aire-sur-l'Adour-ის ფესტივალზე ხარმა ფილტვების არეში უმძიმესი დაზიანება 17 ივნისს მიაყენა, მატადორი 18 ივნისს დილით გარდაიცვალა. ეს 1921 წლის შემდეგ საფრანგეთში მატადორის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ფანდინომ კორიდაზე მძიმე დაზიანება 2015 და 2012 წლებშიც მიიღო. 2015 წელს ამავე ფესტივალზე მიყენებული დაზიანებებისგან მან გონება დაკარგა.

ორთაბრძოლის ამსახველი ფოტოები:

ფოტო: AFP
ფოტო: AFP
ფოტო: AFP

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის ფესტივალებზე ყოველწლიურად დაახლოებით ათას ხარს კლავენ.

საფრანგეთში საპროტესტო ჯგუფების სარჩელი ხარების ბრძოლის აკრძალვის შესახებ 2012 წელს სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

თემები:
კორიდამატადორისაფრანგეთი

მოკლე ბმული:
სრული ვერსია