მთავარი სიახლეები გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი “მილიციას” ჩაბარდა – აფხაზური ტრაგედია გაგრძელებებით

გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი “მილიციას” ჩაბარდა – აფხაზური ტრაგედია გაგრძელებებით

10
გაზიარება

"აფხაზეთში, გოგონას გაუპატიურებით დაწყებული ტრაგიკული ამბავი, ახალი ტრაგიკული და შიგადაშიგ საცირკო ნომრებით გრძელდება," – წერენ აფხაზი ბლოგერები აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ასმტამურ ჯოპუას გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ.
გუშინ, 17 ივნისს, სოციალურ ქსელში, აფხაზმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გაუპატიურებული გოგონას მამამ, მისი უფროსი, 15 წლის ქალიშვილი მოკლა… რა გახდა მიზეზი და საერთოდ, როგორია საქმის ვითარება ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადგილობრივების თქმით, ორივე მხრიდან არსებიბს კითხვის ნიშნები. "უდავოა, რომ ჯოპუას მხეცურ საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ მამა იქამდე უნდა ყოფილიყო ყურადღებით და კიდევ, სავარაუდოდ, დედის მიმართ რამდენიმე კითხვა გამოიკვეთა"- წერენ ისინი. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა აკავშირებდათ მანამდე დაზარალებულსა და ბრალდებულს და სად, რა საქმეში გადაიკვეთა მათი ინტერესები…

იმავე დღეს, Caucasus Times ს -ით ინფორმაციით, "გაუპატიურებაში ბრალდებული პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი ხელმღვანელობას ჩაბარდა…" გამოცემა წერს, რომ, ჯოპუაზე ძებნის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ის "მილიცის ერთ-ერთ განყოფილებაში" ჟურნალისტებსაც შეხვდა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მის წინააღდეგ ეს ბრალდება აგორდა, ის საკუთარი მანქანით, რომელსაც თუმრე აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს თანამშრომლები ეძებდნენ, ის ქალაქში მშვიდად გადაადგილდებოდა, რადგან არც კი იცოდა, რომ მის წინააღმდეგ "საქმე იყო აღძრული".
"მე დამნაშავე არ ვარ, რადგან მსგავსი არაფერი ჩამიდენია. მზად ვარ, ნებისმიერი სახის ექსპერტიზისთვის, თუკი ეს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ერთადერთი საშუალება იქნება…" – განუცხადა ჯოპუამ ადგილობრივ ჟურნალისტებს. მათ კითხვაზე, მაშ რატომ არ გამოცხადდა ის შესაბამის უწყებაში ორი დღის განმავლობაში, ჯოპუამ უპასუხა, რომ "ამ საშინელი ამბის გავრცელების შემდეგ, არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა სამართალდამცველი ორგანოების ნდობა და ვის რაში დასჭირდა მისი დადანაშაულება ამ საშინელ საქმეში…"
ჯოპუას თქმით, – ის უკვე იმყოფებოდა გოგონას ოჯახში, რათა პირადად გაერკვია, თუ რა მოტივით დააბრალეს ასეთი რამ, მაგრამ მათგან ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო… გამოცემის ინფორმაციით, ჯოპუა, ერთ-ერთ "განყოფილებაში" დაკითხვაზე იმყოფება. ამავდროულად, სოხუმის "პროკურატურის" განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჯოპუას 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაზარალებული გოგონას დედის თქმით, დილის 4 საათისთვის, ასტამურ ჯოპუა მათთან "იაგუარის" მარკის მანქანით მივიდა და გოგონა, ძალის გამოყენებით ჩაისვა ავტომანქანაში, რომელიც ეშერის მიმართულებით, ყოფილი სპორტბაზის ტერიტორიისკენ წაიყვანა… გოგონას დედის თქმით, ჯოპუამ, მას შემდეგ რაც გოგონაზე ძალა იხმარა, სახლში დააბრუნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და უმეტეს შემთხვვაში, სახლში იყო…
საქმის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი საეჭვო დეტალი, მათ შორის ის, რომ გოგონას დედა, "მილიციაში" მხოლოდ მომხდარის მეორე დღეს, ანუ თიიქმის 24 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადდა და არა, იმავდროულად, როგორც კი, ჯოპუამ მისი შვილი ძალის გამოყენებით ჩაისვა მანქანაში… ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, გოგონას მშობლებს არც სამედიცინო უწყებისთვის მიუმართავთ და არც შვილი მიუყვანიათ ექიმთან, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული სტრესისგან

Advertisement

You must have Flash Player installed in order to see this player.

არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში იყო…
ამ ეჭვების კვალდაკვალ აფხაზეთში ვრცელდება, სხვა ვერსიებიც, – ერთ-ერთი თანახმად, შესაძლოა, ჯოპუამ დაზარალებული გოგონას ოჯახს ცრუ ბრალდებისთვის უჩივლოს… თუმცა, იგივე ვერსიით, არსებობს ჯოპუას ცოლის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ მისი ქმარი სახლში გამთენიას "არასტანდარტულ დგომარეობაში მყოფი" დაბრუნდა. თუმცა, აფხაზები არ გამორიცხავენ, რომ ჯოპუას უკვე ზურგს უმაგრებს "პრეზიდენტის" კლანი, ასევე, მისი "დეპუტატი" ძმა, ასლან ჯოპუა და მისი გავლენინი წერე, რომელთაც სიტუაციის შესატრიალებელი გეგმა მოფიქრებული აქვს და შესაძლოა, დაზარალებული ბრალმდებლის პოზიციაში აღმოჩდეს და პირიქით, – ჯოპუა დაზარალებულად წარმოაჩინონ.
საშინელი ამბის გახმაურებიდან მესამე დღეს, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჯოპუები დაზარალებულის ოჯახში მივიდნენ და მათ დაშინებას შეეცადნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეშინებამ არ გაჭრა, მათ თანხა შესთავაზეს. კიდევ ერთი ვერსიით, მათ სცადეს ეპოვნათ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც "კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ" დანაშაულს თავის თავზე აიღებდა… "ასეთი რამების შემდეგ, ამ ქვეყანაში ვინმეს აქვს მშვიდად ცხოვრების საფუძველი?!. საერთოდ, სად ვცხოვრობთ" – წერენ აფხაზები…

ლალი პაპასკირი
ამბები. გე
სრული ვერსია