მთავარი სიახლეები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს

2
გაზიარება


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს


+

16 ივნისი. 2017. 19:06

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.

კომპანია სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt ექსპერტებთან ერთად განახორციელებს. ჩატარდება 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია, სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს, პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყება, სამუშაოების ბოლო ეტაპი აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი.