მთავარი სიახლეები უძილაური ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: გვარამიას ბოდვაზე კომენტარს არ ვაკეთებ

უძილაური ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: გვარამიას ბოდვაზე კომენტარს არ ვაკეთებ

6
გაზიარება
ბიძინა ივანიშვილი და გიორგი უძილაური ფოტო: Facebook/ Giorgi Udzilauri

"ნიკა გვარამიასა და მისი მსგავსების ბოდვაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ"- განუცხადა ტაბულას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი უძილაურმა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილს ინსულტი მოუვიდა, რის გამოც ის სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს.

"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.

ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში

ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე დავწერდი. ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი", – წერს გვარამია.

თემები:
ბიძინა ივანიშვილინიკა გვარამიაგიორგი უძილაური

მოკლე ბმული:
Read more