მთავარი სიახლეები საფრანგეთის ელჩმა მორაგბეებს და მოფარიკავეებს უმასპინძლა

საფრანგეთის ელჩმა მორაგბეებს და მოფარიკავეებს უმასპინძლა

4
გაზიარება


საფრანგეთის ელჩმა მორაგბეებს და მოფარიკავეებს უმასპინძლა


+

17 ივნისი. 2017. 00:38

16 ივნისს, საფრანგეთის რეზიდენციაში (#ჭანტურიას 5) გაიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალმენიეს მიღება, რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ ორ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილე ფრანგი სპორტსმენების საპატივსაცემოდ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე რევაზჯაველიძე, ასევე საფრანგეთის ელჩმა უმასპინძლა ფრანგ სპორტსმენებს – მოფარიკავეებს და მორაგბეებს, საქართველოს რაგბისა და ფარიკაობის ფედერაციების წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები 18 ივნისს, მსოფლიოს თასის დასკვნით დღეს ითამაშებს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. ფრანგმა მოფარიკავეებმა კი თბილისში მიმდინარე ევროპირველობაზე, რომელიც 17 ივნისს დასრულდება ამ დრომდე 3 მედლის მოპოვება შეძლეს. საფრანგეთის ელჩმა ტარიელ ხეჩიკაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს საფრანგეთში 2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მასპინძლობას – საფრანგეთი 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანაა.