მთავარი სიახლეები „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

4
გაზიარება


„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


+

17 ივნისი. 2017. 23:41

„საზოგადოებრივი მაუწყებელი" გამოთქვამს მზადყოფნას, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას ეთერი დაუთმოს. ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობის გამართვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების თანდასწრებით.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ამ ფორმატს დავუთმოთ ეთერი და გავწიოთ შესაბამისი საორგანიზაციო, მოსამზადებელი საქმიანობა.

მივიჩნევთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების პლატფორმა", – ნათქვამია განცხადებაში.