მთავარი სიახლეები საზარელი ფაქტი აფხაზეთში – რაულ ხაჯიმბას მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა!

საზარელი ფაქტი აფხაზეთში – რაულ ხაჯიმბას მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა!

8
გაზიარება


საზარელი ფაქტი აფხაზეთში – რაულ ხაჯიმბას მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა!


+

17 ივნისი. 2017. 00:52

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ შსს-ს საიტზე გამოქვეყნდა.

გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ 12 ივნისს დილის 4 საათზე ასტამურ ჯაპუა მივიდა არასრულწლოვანი გოგონას სახლთან და ის იარაღის მუქარით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა, შემდეგ ის ქვემო ეშერას მიტოვებულ სპორტდარბაზის ტერიტორიაზე მიიყვანა. მიაბა ხეზე, რამდენიმე გასროლა განახორციელა მისი მისამართით, შემდეგ სცემა. როდესაც გოგონამ გონება დაკარგა ჯაპუამ ის გააუპატიურა, რის შემდეგაც ის სახლში მიიყვანა.

ჯაპუაზე ძებნაა გამოცხადებული, მის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლითაა აღძრული, ეს არის: გაუპატიურება სიკვდილის მუქარით, სექსუალური ძალადობა 14 წლამდე მიუღწეველთან და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება. ადგილობრივი მოსახლეობა ბრალდებულის დაუყოვნებლივ პოვნასა და „ლინჩის წესით" გასამართლებას ითხოვს.

როგორც ცნობილი გახდა ჯაპუა ე.წ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან მიმდინარე წლის 8 ივნისს გაათავისუფლეს. თუმცა როგორც აფხაზი ოპოზიციონერი ირინა აგრბა წერს ჯაპუა არა მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა, არამედ ე.წ პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მძღოლიც იყო:

„პრეზიდენტის მძღოლმა (?), სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა? დიახ, ჩვენ საქმე გვაქვს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტებთან, არამედ მორალურად მახინჯ ადამიანებთან. დამნაშავე იძებნება? მინისტრი თავის პოსტზეა? პრეზიდენტი დუმს? ხელმძღვანელობამ ჯოპუა ჯერ კიდევ 8 ივნისს გაუშვა? მორალისტ-ტელევიზიას ცხელი ამბის გაყინვა უნდა? ხელისუფლება ეცემა და ეცემა, მიუხედავად გარე ძალების მხრიდან „დაზღვევისა", სამწუხაროდ ჩვენც მათთან ერთად მივექანებით უფსკრულისკენ", – წერს აგრბა.

წყარო :
wyaro