მთავარი სიახლეები რადიო თავისუფლების პრეზიდენტი: საზმაუს გადაწყვეტილება გაწბილებას იწვევს

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი: საზმაუს გადაწყვეტილება გაწბილებას იწვევს

8
გაზიარება
ფოტო: რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება სინანულს გამოხატავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების გამო, თავისი პროგრამიდან ამოიღოს გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“. რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტის თომას კენტის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება „გაწბილებას იწვევს".

"რადიო თავისუფალ ევროპა / რადიო თავისუფლებას ეცნობა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ივლისიდან წყვეტს ორ უაღრესად წარმატებულ სატელევიზიო პროგრამას. ეს ნაწილია მაუწყებლის რესტრუქტურიზაციის პროცესისა, რომელიც, კრიტიკოსთა მტკიცებით, მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას.

5 ივნისით დათარიღებულ წერილში საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სეზონს და ახალ პროგრამებთან დაკავშირებულ გეგმებს ასახელებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მიერ მომზადებული ორი პროგრამის 17 ივლისიდან შეწყვეტის მიზეზად.

„წითელი ზონა“, რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას. იგი წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW“ არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული ტოკშოუ, რომლის მიზანია საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა განაცხადა, რომ [საზოგადოებრივი მაუწყებლის] გადაწყვეტილება „გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.“ მაგრამ, მისი თქმით, კომპანია განიხილავს სხვა შესაძლებლობებს და იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას" – ნათქვამია რადიო თავისუფლების პრესრელიზში.

თემები:
საზოგადოებრივი მაუწყებელიგოგი გვახარიასალომე ასათიანირადიო თავისუფლება

მოკლე ბმული:
Read more