მთავარი სიახლეები პოლონეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს

7
გაზიარება


პოლონეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს


+

17 ივნისი. 2017. 17:14

პოლონეთის ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, 21-დან 44 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი ეჭვმიტანილია ქურდობის 16 შემთხვევაზე.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, საათები – ჯამში, მოპარული ნივთების ღირებულება 50 ათას პოლონურ ზლოტს აღწევს.

აღნიშნული ნივთები მფლობელებს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.