მთავარი სიახლეები პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა, სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება

პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა, სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება

5
გაზიარება

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო მონაკვეთში მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი გუშინ საღამოს ამოქმედდა. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გაიმართა, "სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ოპერატიული დავალებები მისცა". თბილისის მერის თქმით, პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება.

"ამაღამვე დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ “ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

თემები:
თბილისის მერიადავით ნარმანიაპეკინის გამზირის გადაკეტვა

მოკლე ბმული:

ესკიზის ფოტო: თბილისის მერია

Read more