მთავარი სიახლეები პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა

პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა

4
გაზიარება
ფოტო: www.radiotavisupleba.ge

პარლამენტმა 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი მესამე მოსმენით გამოაცხადა. ეს ქართული ოცნების მიერ ამ საკითხზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

მორატორიუმი, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვას კრძალავს, ახალი ორგანული კანონის მიღებამდე იმოქმედებს. ახალი კანონის მიხედვით მოხდება გაწერა თუ რა შემთხვევაში იქნება უცხოელის მიერ მიწის შეძენა შესაძლებელი, თუმცა იქამდე აკრძალვა იმოქმედებს.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

მორატორიუმის შედეგად, სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

თემები:
მიწამორატორიუმიუცხოელებისოფლის მეურნეობა

მოკლე ბმული:
Read more