მთავარი სიახლეები პარლამენტის მხარდაჭერილი კანონპროექტით მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

პარლამენტის მხარდაჭერილი კანონპროექტით მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

14
გაზიარება
ფოტო: Getty Images

პარლამენტმა "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების" შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, არ გამოიწვევს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. თუმცა, დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ბრალდებულს, შესაძლოა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ცვლილების მიზანი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა, თუმცა, მარიხუანის დეკრიმინალიზება არ ხდება და არც სხვა ნარკოტიკების მიმართ მსუბუქდება კანონმდებლობა.

კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებაზე – მცენარე კანაფი, მარიხუანა – არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მოქმედება და მისი მოწესრიგება მოხდება 2731 მუხლით.

თემები:
მარიხუანაპარლამენტიდეკრიმინალიზაცია

მოკლე ბმული:
Read more