მთავარი სიახლეები ლალი მოროშკინა: ქალბატონო ლეილა, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ საქართველოსთან მიმართებაში?!

ლალი მოროშკინა: ქალბატონო ლეილა, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ საქართველოსთან მიმართებაში?!

5
გაზიარება


ლალი მოროშკინა: ქალბატონო ლეილა, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ საქართველოსთან მიმართებაში?!


+

17 ივნისი. 2017. 00:54

ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „ფაბრიკა" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას შესახებ ისაუბრა:

ძალიან მძიმედ ჟღერს ფრაზა ქალბატონი ლეილა მუსტაფაევასი, რომელიც მიმართავს ევროპარლამეტს და ეუბნება ასეთ რამეს: განსაკუთრებით საქართველოს პასუხისმგებლობას გაუსვით ხაზი!". ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ლეილა, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ საქართველოსთან მიმართებაში?! მე პირადად ვიცნობ ასობით ოჯახს, რომელიც იყო ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ 9 წლის განმავლობაში , მაგრამ როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, არ მიმართეს სტრასბურგს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო საქმე აღძრული საქართველოს წინააღმდეგ. თუ ძალიან დიდი სირთულე და წნეხი არ არის, არ გავრბივართ ევროპარლამენტში და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არ ვმოქმედებთ. ასე მარტივად როგორ მოახერხა ქლბატონმა ლეილამ ამ გზის გავლა, როცა დახოცილი ბიჭების, 7 ნოემბრის, 26 მაისის საქმეები წლობით იწელებოდა, სანამ ევროპარლამენტში მოხვდებოდა", -განაცხადა ლალი მოროშკინამ და დასძინა, რომ კითხვის ნიშანს ბადებს ლეილა მისტაფაევას ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებშიც სულ უფრო მეტად ფიგურირებს საქართველოს დასჯა და არა საკუთარი მეუღლე და აზერბაიჯანი.