მთავარი სიახლეები კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა

7
გაზიარება


კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა


+

16 ივნისი. 2017. 17:06

პორტუგალიური სპორტული გამოცემა „A Bola"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანურონალდუმ მადრიდის „რეალის" დატოვება გადაწყვიტა.

ესპანეთის პროკურატურა რონალდუს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. საუბარია საერთო ჯამში, 14.5 მილიონ ევროზე.

აღნიშნულ ბრალდებას კრიშტიანუ და მისი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. თავად ფეხბურთელმა კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზის გამო „რეალის" დატოვება და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.

ვრცელდება ინფორმაციები, რომ რონალდუმ საკუთარი სურვილის შესახებ, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საქმის კურსში უკვე ჩააყენა, თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს კი ახალი გუნდის მოძებნა დაავალა.

წყარო :
wyaro