მთავარი სიახლეები კომისიამ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უფროსად კობა კობიძე აირჩია

კომისიამ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უფროსად კობა კობიძე აირჩია

9
გაზიარება


კომისიამ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უფროსად კობა კობიძე აირჩია


+

17 ივნისი. 2017. 16:38

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა. სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგგომელაური.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზიათოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლისესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიოკილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვათადუმაძე.

კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა: სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავითკობახიძე, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე კობაკობიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევანროსტომაშვილი.

სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს, კანონის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილიდანიშნავს.