მთავარი სიახლეები ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ…

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ…

5
გაზიარება


ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ…


+

16 ივნისი. 2017. 22:08

პარლამენტის თავნჯდომარემ კონსტიტუციის 94-ე მუხლზე, იგივე „თავისუფლების აქტზე" ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სულ მცირე კონსტიტუციაში იქნება გრძელვადიანი დათქმა, რის საფუძველზეც, რეფერენდუმის გარეშე, შეუძლებელი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილებების შეტანა საგადასახადო სისტემაში

„არის ორი ალტერნატიული ინტერესი და ორი ალეტერნატიული არგუმენტაცია – მმართველობითი და სამართლებრივი კუთხით. რა თქმა უნდა, უმჯობესია, ასეთი ნორმა არ არსებობდეს კონსტიტუციაში, რადგან დაკავშირებულია საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპთან, მთავრობის კომპეტენციების შესაბამისად მოწესრიგების პროცესთან. მეორე მხარეს დგას ეკონომიკური ინტერესები. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაგრძელდეს მაღალი ტემპით ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარების დინამიკა. ამიტომ აუცილებელია, ის გზავნილი, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციაში გადასახადების ხელშეუხებლობის კუთხით, დარჩეს ძალაში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.