მთავარი სიახლეები ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს

6
გაზიარება


ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს


+

17 ივნისი. 2017. 23:05

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, თუმცა არის ორი საკითხი, რაც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.

„ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება სრულად ასახული კონსტიტუციის პროექტში. არის მხოლოდ ორი საკითხი, რომელიც ნაკლებად უკავშირდება მმართველობის სისტემის საკვანძო თემებს. ვენეციის კომისიის მხრიდან შემოთავაზებულია, რომ პარლამენტს შეეძლოს ბიუჯეტის კორექტირება მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ შეესაბამება პოლიტიკური მენეჯმენტის ლოგიკას და ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები აუცილებლად გვექნება ვენეციის კომისიასთან. მეორე საკითხი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას და დამტკიცებას, ვენეციის კომისიას რეკომენდაცია აქვს, რომ ამ პროცესში პარლამენტი სუბიექტი არ იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში ამის მომხრე არც ერთი სუბიექტი არ იქნება და პარლამენტის როლი უნდა იყოს გამოკვეთილი", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.