მთავარი სიახლეები თავდემები და რესპუბლიკელები: GPB-ის მენეჯმენტმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო

თავდემები და რესპუბლიკელები: GPB-ის მენეჯმენტმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო

12
გაზიარება
ფოტო: ტაბულა

თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, დახუროს სწორედ ის გადაცემები, რომელთა შენარჩუნება პრინციპულად აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულების შესრულებისთვის". პარტიების შეფასებით, GPB-ის მენეჯმენტი გამიზნულად აფერხებს არხის კულტურულ განვითარებას და მაქსიმალურად ზღუდავს სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"ამ გადაწყვეტილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ემსახურება ხელისუფლებას, რომლის მიზანია მედიასივრცის მონოპოლიზაცია, კრიტიკული აზრისა და თავისუფალი სიტყვის შევიწროება. რამდენიმე მსხვილი კერძო ტელევიზიის სრული დაქვემდებარების შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, ახლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დათმოს დამოუკიდებლობა და უღალატოს კანონით დადგენილ თავის მთავარ დანიშნულებას, შეწყვიტოს საზოგადოების სამსახური.

ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენარჩუნებისთვის მის თანამშრომლებთან ერთად სწორედ ახლა უნდა იბრძოლოს მთელი საქართველოს საზოგადოებამ. თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია თავიდანვე ვუერთდებით ამ ბრძოლას და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, საკუთარი ღირსების ფასად ნუ ჩადგებიან არაფორმალური და ფორმალური ხელისუფლების სამსახურში, არ უღალატონ საქართველოს საზოგადოებას" – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო ბლოკის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, იხურება რადიო თავისუფლების პროექტები – სალომე ასათიანის „ინტერვიუ“, გოგი გვახარიას „წითელი ზონა“ და ამერიკის ხმის გადაცემა „ვაშინგტონი დღეს“. ასევე, ირაკლი ტაბლიაშვილის „ვექტორი“ და კახა თოლორდავას გადაცემა „უცნობი მუსიკა“.

თემები:
საზოგადოებრივი მაუწყებელითავისუფალი დემოკრატებირესპუბლიკური პარტია

მოკლე ბმული:
Read more