მთავარი სიახლეები ენძელა მაჭავარიანი რომან გოცირიძეს: მართლა ლეიტენანტი ვარ და ეს ჩინი ჩემი სამშობლოს...

ენძელა მაჭავარიანი რომან გოცირიძეს: მართლა ლეიტენანტი ვარ და ეს ჩინი ჩემი სამშობლოს ჯარში ყოფნისას მივიღე!

13
გაზიარება


ენძელა მაჭავარიანი რომან გოცირიძეს: მართლა ლეიტენანტი ვარ და ეს ჩინი ჩემი სამშობლოს ჯარში ყოფნისას მივიღე!


+

17 ივნისი. 2017. 00:25

„დესანტს თქვენ უფრო გავხართ, ერთი კაცი ხართ გადმოსხმული პარლამენტში", – ასე უპასუხა საპარალემნტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს განცხადებაზე, რომ პარლამენტში ხუთი 20.30-ის წევრია დესანტი ხელმძღვანელი კი მაჭავარიანია.

„თქვენთვის გადასარევი კომპლიმენტია ბატონო რომან ვინმემ ქლიავი რომ გითხრათ. მე მართლა ლეიტენანტი ვარ და ეს ჩინი მე ჩემი სამშობლოს ჯარში ყოფნისას მივიღე და რომან გოცირიძე ჯარშიც არ არის ნამყოფი. რომ იცოდეთ და დესანტზე წარმოდგენა რომ გქონდეთ, ჩემხელა ხალხს დესანტად არ არჩევენ. დესანტს თქვენ უფრო გავხართ, ერთი კაცი ხართ გადმოსხმული პარლამენტში. მე უბრალოდ ძალიან მინდა ისევ მხარდაჭერა გამოვუცხადო „საზოგადოებრივ მაუწყებელს" რომელის შედარებაც არ შეიძლება იმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან", რომელიც ჩვენ გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში და თუ ამაზე ვინმე არ დამეთანხმება ამაზე პასუხს ვაგებ.

ბატონო რომან, თქვენ იცი რატომ ხართ ახალ ნაციონალებზე უფრო საშიში? თქვენ ეროვნული მოძრაობის სახელით მოხვედით ხელისუფლებაში, მოგვატყუეთ ხალხი და გაძარცვეთ ქვეყანა, ახლა კი და „ნაცების" სახელით. ისე არ ეყოფოდა თავისი უმსგავსობა თქვენ რომ არ დამატებოდით ჯოჯოხეთის მუგუზალივით. ხელისუფლებაში ყოფნა რომ კიდევ გინდათ იმასაც კადრულობთ. „ნაცებთან" იჯდეთ პარლამენტში. თქვენზე მეტს მე არაფერს ვიტყვით, ოქროს გვირგვინც რომ დამადგათ თავზე რამე ტქვიო ლეიტენენტის ვარსკვლავი კი არა.

მაგრამ მინდა ისევ იმით დავამთავრო. დიახ, ჩვენს ტელევიზიაში დღეს არის ცოტა ხალხი, ხვალ ბევრი ისეთი გახდება, რომელიც იბრძოლებს ობიექტურობისთვის. ჩვენ შეიძლება რაღაცა რეიტინგი არ გვქონდეს, მაგრამ არაობიექტურობას, დაუბალანსებლობას ვერ დაგვწამებთ. მარტო თქვენ 6-ჯერ და 7-ჯერ თქვენ ხართ ტელევიზორში, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რაც უფრო მეტად გიყურებთ ხალხი, მით უფრო მეტად დაგვაფასებს ჩვენ", – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.