მთავარი სიახლეები გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარგზავნილ ახალგაზრდებს შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარგზავნილ ახალგაზრდებს შეხვდა

7
გაზიარება


გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარგზავნილ ახალგაზრდებს შეხვდა


+

17 ივნისი. 2017. 11:38

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგიმღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად წარგზავნილ ორ ახალგაზრდას – ნიკოლოზტვილდიანს და სანდროსტაჟაძეს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა სტუდენტებს აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ჩვენყველაფერსვაკეთებთიმისთვის, რომშსსშიდასავლურისტანდარტებიდავამკვიდროთ, რისთვისაცგადამწყვეტიმნიშვნელობააქვსმაღალკვალიფიციურკადრებს. ამაყივარ, რომჩვენსუწყებასსაშუალებამიეცა, აშშ-იმთავრობისმხარდაჭერით, მსოფლიოსერთერთპრესტიჟულუმაღლესსასწავლებელშიაშშ-ისანაპიროდაცვისაკადემიაშიორიქართველინიჭიერიახალგაზრდაწარგვეგზავნა, იმპირობით, რომსწავლისდასრულებისშემდეგისინითავიანთქვეყანაშიდაბრუნდებიანდასამშობლოსემსახურებიან, კერძოდ, შსსსანაპიროდაცვაშიიმუშავებენ. მეთქვენზედიდიმედსვამყარებდადარწმუნებულივარ, რომსაქართველოსსანაპიროდაცვისგაძლიერებაშითქვენსწვლილსშეიტანთ", – განაცხადა შეხვედრაზე გიორგიმღებრიშვილმა.

შს სამინისტრომ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში მის მიერ შერჩეული კანდიდატები წელს პირველად წარგზავნა. ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, ისინი, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

სამინისტრომ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის" კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე შეარჩია.

წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation – ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.