მთავარი სიახლეები გიორგი ვოლსკი: მკაფიოდ განვმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე!

გიორგი ვოლსკი: მკაფიოდ განვმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე!

6
გაზიარება


გიორგი ვოლსკი: მკაფიოდ განვმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე!


+

16 ივნისი. 2017. 15:48

პარლამენტის ვიცე­სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობა პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება არაადეკვატურია. ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს კეთილშობილური გადაწყვეტილება.

„მგონი, გაურკვევლობას აქვს ადგილი, ხშირ შემთხვევაში აღრევა ხდება ცნებების. ჩვენ არ გვაქვს საქმე დეკრიმინალიზაციასთან. ამიტომ, ჯარიმა პირველ შემთხვევაში არის დაბალი, ვიდრე სხვა დარღვევებზე შეიძლება იყოს. ძლიერი ზემოქმედების არის თუ დაბალი, ლიბერალური მიდგომის წინაპირობა ამ მხრივ არ უნდა ჩნდებოდეს. აქ ჩადებულია პოლიტიკური იდეა, რომლის მიხედვით, ეს არ უნდა იყოს ადამიანის დათრგუნვის საშუალება. არაპროპორციული სასჯელი არ უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრების დანგრევა, როდესაც ის ამას არ იმსახურებს. მკაფიოდ განვმარტოთ რასთან გვაქვს საქმე! არაადეკვატური დადგენილებაა საკონსტიტუციო სასამართლოსი და იმის პასუხად უნდა მივიღოთ კეთილშობილური გადაწყვეტილება", – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების – მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის ცვლილებას. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამის ოდენობით. რაც შეეხება მარიხუანას, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამის, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში – 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნივთიერებების მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. ასევე, არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობების მაჩვენებელი.

ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსში", „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა.