მთავარი სიახლეები ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

8
გაზიარება


ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება


+

17 ივნისი. 2017. 20:13

„ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ „ნაციონალების" ნდობა არ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად „ნაციონალური მოძრაობაა", რასაც აშკარად ვეღარც მალავენ", – წერს უძილაური.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისგენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა და ემერჯენსით გერმანიაში გადააფრინეს.