მთავარი სიახლეები არჩილ თალაკვაძე: დავით უსუფაშვილს მოუწევს, თავისი ოპტიმიზმი არჩევნებში დაასაბუთოს

არჩილ თალაკვაძე: დავით უსუფაშვილს მოუწევს, თავისი ოპტიმიზმი არჩევნებში დაასაბუთოს

18
გაზიარება


არჩილ თალაკვაძე: დავით უსუფაშვილს მოუწევს, თავისი ოპტიმიზმი არჩევნებში დაასაბუთოს


+

16 ივნისი. 2017. 15:44

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დავით უსუფაშვილის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციის საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, ყველაფერს არჩევნების შედეგები აჩვენებს.

„ჯერ არ გავცნობილვარ მისი პოლიტიკური პარტიის პროგრამას, თუმცა, შემიძლია ერთი რამ ვთქვა, საქართველოში არის კულტურა, არის სივრცე ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც ღირებულებები აქვს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არჩევნები აჩვენებს. რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ოპტიმიზმს, მას მოუწევს, ეს ოპტიმიზმი უკვე არჩევნებში დაასაბუთოს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალ პარტიას ქმნის, რომელსაც „შენების მოძრაობა" ერქმევა და რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

უსუფაშვილის თქმით, „შენების მოძრაობა" თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.