მთავარი სიახლეები ამაღამ, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ამაღამ, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

3
გაზიარება
ფოტო: Creative commons

ამაღამ, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 00:30 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლისკის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო ჩხეიძის, მარჯანიშვილის, ცუცქირიძის, დოდო აბაშიძის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" – აცხადებს თელასი.

თემები:
ელექტრომომარაგების შეზღუდვათელასითბილისი

მოკლე ბმული:
Read more