მთავარი სიახლეები ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლის წერილს პასუხობს

ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლის წერილს პასუხობს

5
გაზიარება


ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლის წერილს პასუხობს


+

17 ივნისი. 2017. 02:11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლადამთავრებულ 17 წლის ბიჭს პასუხობს, რომელმაც მინისტრს AMBEBI.GE-ს მეშვეობით ღია წერილით მიმართა.

„წერილს გავეცანი. ამ ადამიანისთვის, მისი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივად უსწავლებიათ მის პედაგოგებს – წერაც, აზროვნებაც, არგუმენტირებაც, სოციალური ცხოვრების თავისებურებებიც. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი პედაგოგები გვყავს საქართველოში და ასეთ ახალგაზრდებს ზრდიან", – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლადამთავრებული მინისტრს თავისი სასწავლებლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან.

წყარო :
wyaro