მთავარი სიახლეები აკაკი ზოიძე: ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი

აკაკი ზოიძე: ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი

10
გაზიარება


აკაკი ზოიძე: ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი


+

16 ივნისი. 2017. 15:48

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება, განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი ნაბიჯია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ.

„ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი. მისი ციხეში გამომწყვდევა არ არის საშუალება არც პრევენციის და არც მკურნალობის. ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა მთელი 40 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე. ციხე არ არის მკურნალობის და პრევენციის უნიკალური საშუალება. ციხის მაგივრად უნდა იყოს ზრუნვა, მკურნალობა და გამოსავლის შეთავაზება. ქვაკუთხედი კი უნდა იყოს პრევენცია – ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი", – განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. პროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების – მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის ცვლილებას.