მთავარი სიახლეები სამეგრელოში წყალდიდობას ებრძვიან (ფოტოკოლაჟი)

სამეგრელოში წყალდიდობას ებრძვიან (ფოტოკოლაჟი)

9
გაზიარება

სამეგრელოში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ხობისა და წალენჯიხის რაიონებში 4 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხობის წყალის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო კი, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ხობი-საჯიჯაოს ცენტრალური მაგისტრალი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების ლია-ჯვარის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, მოიგლიჯა ხეები. მომხდარის შედეგად გარკვეული პერიოდი რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო.

სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

სოფელ ლიაში დაიტბორა საცოხვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, განადგურდა ნარგავები. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგნლები.

წალენჯიხის ცენტრში სანიაღვრე სისტემა დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სამეგრელოში წვიმა დღესაც შენარჩუნდება, ნალექის ინტენსივობა საღამოს საათებში შესუსტდება, ხვალიდან კი გამოდარებაა მოსალოდნელი.