მთავარი სიახლეები ექსკლუზივი: “ამ სიახლის გავრცელება დაკავშირებული იყო ჩემს დაუფიქრებელ და გაუაზრებელ მოქმედებასთან”

ექსკლუზივი: “ამ სიახლის გავრცელება დაკავშირებული იყო ჩემს დაუფიქრებელ და გაუაზრებელ მოქმედებასთან”

21
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედია საშალებებით, გავრცელდა ინფორმაცია ტრანსგენდერ გიორგი ტატიშვილის მღვდელმსახურად გამწესების შესახებ. თუმცა ის აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მედია საშუალებებს მოუწოდებს მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

“წლების განმავლობაში ჩემს ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მათ შორის ჩემი პირადი ცხოვრება იყო ყველა ადამიანისთვის საჯარო ამა თუ იმ მიზეზის გამო. თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობ ჩემთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი მათ შორის არის ჩემი დამოკიდებულება სარწმუნოებისა თუ რელიგიის მიმართ. ცხოვრების განმავლობაში არაერთი შეცდომა დამიშვია სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, არაერთხელ შემიცვლია არჩეული გზას და შემდეგ ისევ უკან დაბვბრუნებულვარ საწყის პოზიციაზე თუმცა არსებობს ერთი მთავარი ღირებულება რომელსაც უკვე რამოდენიმე წელია თანს სდევს ჩემს ცხოვრებას ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს ის ფაქტი რომ არასოდეს არ მიფიქრია და განხილულა ჩემი სარწმუნოების შეცვლა, ვიყავი და დავრჩები მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვფიქრობ ამით სრულებით გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ჩემი დამოკიდებულება ახლად თავსმოხვეული ყვითელი სიახლის მიმართ. რათქმაუნდა ამ სიახლის გავრცელება დაკავშირებული იყო ჩემს დაუფიქრებელ და გაუაზრებელ მოქმედებასთან და დარწმუნებული ვარ ეს უფლის წყალობით აღარასოდეს აღარ განმეორდება . დღესაც მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ჩემს ნათლობამდე რამოდენიმე დღით ადრე , მახსოვს და მინდა შევასრულო მის მიმართ მიცემული ჩემი მთავარი პირობა. რაც შეეხება ქართულ მედია საშუალებებს ვფიქრობ დროა გავიაზროთ მეგობრებო რომ მე ერთი ცალკე აღებული ადამიანი არ წარმოვადგენ საზოგადოებისათვის ისეთ ფიგურას რომლის შესახებაც ინფორმაციები უნდა ვრცელდებოდეს, ამიტომ ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება ნუღარ მოახდენთ ცემთან დაკავშირებული ყვითელი სიახლეებისა თუ მასალების გავრცელებას რომელიც არღვევს ჩემი როგორც კერძო პირის ინტერესებს და უფლებებს”- განაცხადა გიორგი ტატიშვილმა ჩვენთან საუბარში.