მთავარი სიახლეები ცოლს აკოცა და კუბოში ჩაწვა, მეგობრებმა კი დამარხეს

ცოლს აკოცა და კუბოში ჩაწვა, მეგობრებმა კი დამარხეს

18
გაზიარება

ცოლს აკოცა და კუბოში ჩაწვა, მეგობრებმა კი დამარხეს. ეს ახირება კი არა, სოციალური ექსპერიმენტია.

imageეს ჩვეულებრივი კუბო არ გეგონოთ, მასში ვენტილაცია, სინათლე და ინტერნეტია, წამოჯდომაც შეიძლება. ეს ყველაფერი ბელფასტელმა ჯონ ედვარდსმა მოიფიქრა მნიშვნელოვანი მიზნისთვის.

ჯონი ყოფილი ნარკომანია. 25 წლის წინ მან შეძლო და ნარკოდამოკიდებულებას თავი დააღწია, მას შემდეგ უამრავ ადამიანს ეხმარება, ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებს.

ეს ექსპერიმენტი კი ჯონმა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანების დასახმარებლად მოიფიქრა: “ვიცი, რომ ეს რადიკალური ნაბიჯია…ჩემი გეგმაა საფლავიდან დაველაპარაკო ასეთ ხალხს, სანამ თვითონ აღმოჩნდებიან იქ და იმედი მივცე”

imageimage
საფლავისთვის ადგილი ადგილობრივმა ეკლესიამ გამოუყო. 3 დღის განმავლობაში ჯონმა უამრავ ზარს და მეილს უპასუხა და ვიდეოკავშირი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც მთელი მსოფლიოდან უკავშირდებოდნენ.

imageimage