მთავარი სიახლეები “ფორბსმა” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები გამოავლინა

“ფორბსმა” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები გამოავლინა

6
გაზიარება

“ფორბსმა“  შოუ-ბიზნესისა და სპორტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლები გამოავლინა. წლევანდელი რეიტინგის სათავეში რეპერი პაფ დედი მოხვდა.

გასული წლის განმავლობაში მან 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რომლის დიდი ნაწილი ტურნედან Bad Boy Fanily Reunion და ბრენდ Ciroc-თან თანამშრომლობით გამოიმუშავა.

მეორე ადგილს 105 მილიონით ბიონსე იკავებს, ალბომ Lemonade-ისა და საკონცერტო ტურნეს წყალობით. მესამე პოზიცია კი ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა დაიკავა 95 მილიონით, მისი ბესტსელერი „ჰარი პოტერი“ კვლავ ყველაზე შემოსავლიანი ნაწარმოებია.

მეოთხე ადგილზე კანადელი რეპერი დრეიკი იმყოფება 94 მილიონით, ხუთეული კი „რეალის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ დახურა.

ათეულში მოხვდნენ: კანადელი მუსიკოსი The Weeknd, ამერიკელი რადიოწამყვანი ჰოვარდ შტერნი, ბრიტანული ჯგუფი Coldplay, მწერალი ჯეიმს პატერსონი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეიტინგს ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი იკავებდა 170 მილიონი დოლარით. წელს კი 44 მილიონით ის 49-ე პოზიციას დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში სვიფტს არც ალბომი გამოუშვია და არც კონცერტები გაუმართავს.

fortunaplus.ge