მთავარი სიახლეები “თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები” – ლევან მაყაშვილი თავისუფალია

“თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები” – ლევან მაყაშვილი თავისუფალია

13
გაზიარება

მაყაშვილი გუშინ სასამართლომ თავდებითა და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა.

თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები, – ამის შესახებ აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან მაყაშვილმა განაცხადა.

”თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები. ამ ეტაპზე ესაა, რაც შემიძლია გითხრათ”, – განაცხადა მაყაშვილმა “ინტერპერსნიუსთან”.
მისი ადვოკატის, ლევან ნატალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე შეეფარდა გირაო, თუმცა მცირე რაოდენობით.
”ლევანი გაათავისუფლა სასამართლომ. იგი გათავისუფლებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, თავდებით და ასევე გირაოთი, რომელიც შეადგენს მცირე თანხას”, – განაცხადა ნატალიშვილმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.