მთავარი სიახლეები პედოფილ მღვდელს, რომელმაც 30 ბავშვი გააუპატიურა, ეკლესიამ შეუნდო

პედოფილ მღვდელს, რომელმაც 30 ბავშვი გააუპატიურა, ეკლესიამ შეუნდო

20
გაზიარება

შიდსით დაავადებულ პედოფილ მღვდელს, რომელსაც 5-დან 10-წლამდე 30 გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შეუნდო და სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

ერთ-ერთი მსხვერპლის დედამ რომის პაპს მომხდართან დაკავშირებით წერილიც მისწერა, მაგრამ ვატიკანიდან უპასუხეს, რომ „საქმე დახურულია“. პაპი ფრანცისკეს თქმით, მსგავსი ქმედებები მიმართულია “მეტად შემწყალებელი ეკლესიის“ შექმნისკენ.

სამწუხაროდ, რომის კათოლიკურ ეკლესიას პედოფილიისა და მამათმავლობის დიდიხნიანი ისტორია აქვს.

 

აშშ-ს შემდეგ კათოლიკური ეკლესიის ანალოგიური პრობლემა 1 მექსიკაში დაფიქსირდა. 2004 წელს ვატინაკმა, მღვდელ მარსიალა მასიელას წინააღმდეგ აღძრული მანამდე დახურული საქმე კვლავ გახსნა.

მას არასრულწლოვანის ცდუნებაში ედება ბრალი; მიუხედავად ქორწინებაზე უარის თქმისა, მას 3 ქალისგან 6 შვილი ჰყავდა.

ეს დანაშაულები ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა და ზემდგომებმა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ვატიკანმა მარსიალა მხოლოდ 2006 წელს ვატიკანმა გადააყენა პოსტიდან.

აშკარაა, რომ კათოლიკური ეკლესია დანაშაულების დაფარვასა და გარყვნილებას მეტად უწყობს ხელს, ვიდრე სამართლიანობას.