მთავარი სიახლეები ანჯელინა ჯოლის ახალი მეზობლები განგაშს ტეხენ – “გვეშინია, რომ ცუდ გავლენას მოახდენენ...

ანჯელინა ჯოლის ახალი მეზობლები განგაშს ტეხენ – “გვეშინია, რომ ცუდ გავლენას მოახდენენ ჩვენს შვილებზე”

7
გაზიარება

გასული კვირა ანჯელინამ ახალ სახლში გადასვლას მოანდომა, რომელიც ჰოლივუდელმა მსახიობმა ყოფილი მეუღლის ბრედ პიტის სახლის მახლობლად შეიძინა. როგორც აღმოჩნდა, ლოგლინგ პარკის მაცხოვრებლებს სულაც არ გაუხარდათ ის ფაქტი, რომ მათ მეზობლად ასეთი მასშტაბის ვარსკვლავი იცხოვრებს. როგორც ჩანს ადგილობრივები უარყოფითად არიან განწყოფილნი ანჯელინა ჯოლის მიმართ.

მედიის ინფორმაციით, ავეჯის ათობით სატვირთო მანქანამ რაონის პარალიზება მოახდინა. გარდა ამისა, ენჯიმ გადაწყვიდა ბაღში ცვლილები შეიტანოს, რის გამოც მეზობლებს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ატანა უწევთ.

ადგილობრივების უმეტესობა ფიქრობს, რომ ანჯელინას და  ბრედის შვილებმა შეიძლება დიდი პრობლემები შექმნან, რადგან ისინი არ არიან კარგად აღზრდილები.

“ისინი მშობლებთან ერთად ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, ამიტომ, არავის რჩებოდა დრო მათი აღზრდისთვის და საკმარისი განათლების მისაცემად. ჩვენ გვეშინია, რომ ისინი ცუდ გავლენას მოახდენენ ჩვენს შვილებზე” – აღიარა ერთ-ერთმა მეზობელმა.