მთავარი სიახლეები გაბუნია მაგდა ვასაძეზე: „მე რომ ახალბედა წამყვანების კონკურსზე „კურიერის“ ტექსტები ვიკითხო…”

გაბუნია მაგდა ვასაძეზე: „მე რომ ახალბედა წამყვანების კონკურსზე „კურიერის“ ტექსტები ვიკითხო…”

15
გაზიარება

ბოლო ორი კონცერტია მაყურებელს ეჩვენება, რომ მაგდა ვასაძეს გაადაეკიდე

– არ გადავეკიდე. მაყურებელს თუ ეჩვენება, მაშინ მაყურებელი თვითონ რატომ გადაეკიდა და რატომ იყო ბოლო ორი კონცერტი მაგდა ვასაძე აუტსაიდერი?!

– თქვენ შეფასებებს აკეთებთ მანამ, სანამ ხმების რაოდენობა გამოვლინდება… ამიტომაც გაჩნდა ეს კითხვა…

– გინდათ თქვათ, რომ შეიძლება გავლენას ვახდენ მაყურებელზე?

– რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ასეა.

– კი, გეთანხმებით, მაგრამ მე არ გადავეკიდე მაგდას. უბრალოდ ვთქვი შენიშნვნა და დანაკლისი მაგდას შემთხვევაში. მას იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, ბევრად მეტი შეუძლია.

– მისი რეპერტუარი არ მოგწონდა?

– მომწონდა, უბრალოდ იდეალურია მისთვის და ზედმეტად მარტივი. მაგალითად გეტყვით. მე რომ მივიდე ახლა წამყვანების კონკურსზე და ახალბედა კონკურსანტებთან ერთად „კურიერის“ ტექსტები ვიკითხო. ეს ხომ არ იქნება სამართლიანი…

– მაგდა ხომ არ არჩევს სიმღერებს…

– მენტორთან ერთად არჩევს. ამიტომ ის შენიშვნები, რომელსაც მე ვეუბნები კონკურსანტს, ირიბად მის მენტორსაც ეკუთვნის.

– გიორგი, ერთადერთი მენტორი ხარ, ვისაც ორი კონკურსანტი დარჩა ფინალში. ვინ არის ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი კონკურენტი შენი ბავშვების?

– სანდრო, რომელიც უკვე მეორე კონცერტია ესემესლიდერი გახლავთ.

primetime.ge