მთავარი სიახლეები “ჩემი და ღმერთთან წავიდა… მამა ამბობს, რომ დედაც მალე წავა ღმერთთან… ეს...

“ჩემი და ღმერთთან წავიდა… მამა ამბობს, რომ დედაც მალე წავა ღმერთთან… ეს თოჯინა ჩემს დასთან უნდა გავატანო…”

14
გაზიარება

მართლაც: ამაღელვებელი ამბავი გოგა ჩანადირის ფეისბუქ-გვერდიდან:

“ამაღელვებელი ამბავია.
აუცილებლად წაიკითხეთ.
…მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო ევსიოდე წლის ბიჭუნამ, რომელსაც ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა:
“– შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“
უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა: „– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“
ღიმილით დავუთვალე ფული.
„– ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“, –ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა
სიჯიუტემ გამაკვირვა… დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა… ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი.
“– ეს თოჯინა ჩემს დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყიდათ… მე ძალიან მინდოდა დაბადების დღისთვის მეჩუქებინა… ახლა კი, დედას უნდა გავატანო მასთან… ჩემი და ღმერთთან წავიდა… მამა ამბობს, რომ დედაც მალე წავა ღმერთთან, ამიტომ ვიფიქრე ვუყიდდი და მას გავატანდი… იქნებ გადასცეს”

გულისცემა მომენტალურად გამიჩერდა. ბავშვმა ისევ ამომხედა: “– მე მამას ვთხოვე, დედა არ გაუშვას ჩემს დაბრუნებამდე.”
შემდეგ მან მაჩვენა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო მისი სახე… ღიმილიანი და ბედნიერი.
“– მე მინდა, რომ ეს ფოტოც გავატანო დედას, არ მინდა, დაიკოს დავავიწყდე! მამა ამბობს, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს ჩემს პატარა დასთან.“
შემდეგ ისევ შეხედა თოჯინას ნაღვლიანი თვალებით.
მე სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან საფულე და შევთავაზე ხელახლა გადაგვეთვალა მისი ფული.
– „შენ ხომ გჯერა, რომ გაქვს საკმარისი ფული?“ – ვკითხე მე.
– „კი, მე მჯერა“, – თავი დამიქნია.
მისგან შეუმჩნევლად დავამატე ფული და გადათვლის შემდეგ ვუთხარი, რომ ის არ ცდებოდა და მართლაც შეეძლო ეყიდა თოჯინა.
ამის გაგონებაზე ბავშვმა თქვა:
„– მადლობა, ღმერთო, რომ გაიგონე ჩემი თხოვნა! გუშინ, ძილის წინ ვთხოვე, რომ მოეცა საკმარისი ფული… ასევე, მინდოდა თეთრი ვარდიც მეყიდა დედისთვის, მაგრამ ღმერთისთვის ეს აღარ

მითხოვია. მაგრამ ახლა შემიძლია ვიყიდო ორივე. დედიკოს უყვარს თეთრი ვარდები!“
სახლში დაბრუნების შემდეგაც, დიდხანს ვფიქრობდი ამ ბავშვზე შემდეგ, გამახსენდა 2 დღის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ: მძღოლი, რომელიც ნასვამი მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, დაეჯახა დედა-შვილს. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დედამისი, როგორც სტატიაში ეწერა, იმყოფებოდა კომაში… “ნუთუ ეს ტრაგედია, იმ ბიჭუნას ოჯახს ეხება?“ – არ მასვენებდა ამაზე ფიქრი.
2 დღის შემდეგ, ისევ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა კომაში მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ… ოჯახის წევრების თანხმობით მას გამოურთეს სასუნთქი აპარატი.
დაკრძალვაზე მივედი… ახალგაზრდა ქალის ცხედარი ესვენა… ერთ ხელში თოჯინა და ფოტო ჰქონდა, მეორეში კი – თეთრი ვარდი. მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა… ვერასდროს შევძლებ დავივიწყო პატარა ბიჭის სიყვარული დედისა და დის მიმართ.
გთხოვთ, ნუ მართვათ საჭეს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ! თქვენ შესაძლოა დაანგრიოთ არამარტო თქვენი ცხოვრება…”

მადლობა ირაკლი კარანაძეს, რომ ეს ამბავი გავიგე…”