მთავარი სიახლეები სტიქია ხობში _ საშინელი კადრები (ფოტოები)

სტიქია ხობში _ საშინელი კადრები (ფოტოები)

33
გაზიარება

კოკისპირულმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე ხობმა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა. ადიდებულმა წყალმა სათვირთო მანქანა გაიტაცა. მძღოლის გადარჩენა სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხერხდა. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე გაეცნენ. ლევან შონიამ მაშველებს გაწეული რთული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.”

ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს, ასევე წალენჯიხის სოფელ ეწერის და მარტვილის სოფელ კურზუს აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ კერებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ, მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია“-ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.