მთავარი სიახლეები რუსთავში, ტაძრის ეზოში, გველი იპოვეს

რუსთავში, ტაძრის ეზოში, გველი იპოვეს

31
გაზიარება

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, მოსახლეობამ გველი იპოვა. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა.

“შხამიანი გველები არ ფიქსირდება, ყველა შეტყობინების შემთხვევაში ადგილზე გასულ ჰერპეტოლოგებს გველხოკერა ან წითელმუცელა მცურავი ხვდება, რომლებიც შხამიანები არ არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. გასულ წლებთან შედარებით ქალაქში ქვეწარმავლების დაფიქსირების შემთხვევები შემცირებულია”, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

რუსთავში, მაისიდან ივნისამდე, ცხელ ხაზზე 15-მდე შეტყობინებაა შესული ქვეწარმავლის დასახლებულ უბნებში ნახვის თაობაზე.