მთავარი სიახლეები ათონელი ბერები _ “დღეს მსოფლიო ბეწვზე კიდია”

ათონელი ბერები _ “დღეს მსოფლიო ბეწვზე კიდია”

29
გაზიარება

ათონელი ბერები ამბობენ, რომ დღეს მსოფლიო ბეწვზე კიდია – განაცხადა მინსკის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ნოვოგრუდსკისა და სლონიმსკის არქიეპისკოპოსმა – გურიმ.

“სრული პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან შეიარაღების ზრდაში, დედამიწის ერთ სულ მოსახლეზე იმდენი იარაღი მოდის, რომ მეცნიერული გათვლებით იგი დედამიწაზე სიცოცხლის 20-ჯერ მოსასპობად იქნებოდა საკმარისი”, – ციტირებს იერარქი ათონელი ბერების ნათქვამს.

“საბედნიეროდ, დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ბერები დღედაღამ ევედრებიან უფალს შეწყალებას, ლოცვა ცას სწვდება და უფალი ჯერჯერობით ყველას გვითმენს. ათონი დედამიწის ის დაფარული ადგილია, სადაც არ დაკარგულა ჭეშმარიტი მონასტრული ცხოვრების გამოცდილება, გონისმიერი ლოცვა. წმინდა მთის ღვთით სავსე ცხოვრება იყო და არის იდუმალი, ამიტომაც მიისწრაფიან მისკენ მომლოცველები – დიდია ქრისტიანთა სურვილი, მცირედით მაინც მიუახლოვდნენ ათონს: ბერ-მონაზვნობა ხომ ქრისტეს მცნებების ხორცშესხმა და შესრულებაა და კეთილი მაგალითია ერისკაცთათვის. იქ ყველაფერი გავიწყდება, ლოცვის გარდა”, – ამბობს არქიეპისკოპოსი გური.