მთავარი სიახლეები სეტყვამ რუსთავის ბაზრობაზე მანქანები დააზიანა_”ნახევარ ფასადაც ვერ გავყიდი, ცუდ დღეში ვარ”

სეტყვამ რუსთავის ბაზრობაზე მანქანები დააზიანა_”ნახევარ ფასადაც ვერ გავყიდი, ცუდ დღეში ვარ”

136
გაზიარება

ძლიერი წვიმისა და თითქმის 15-წუთიანი სეტყვის შედეგად რუსთავში რამდენიმე უბანი დაიტბორა.

“ფალიაშვილის ქუჩა დაიტბორა, თუმცა ქუჩა უკვე გაწმენდილია. სანიაღვრე სისტემამ კარგად იმუშავა. ცხელი ხაზი მუშაობს, შემოვა ინფორმაცია და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ზარალს. პირველადი დათვალიერებით დაიმტვრა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ძლიერმა სეტყვამ რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მდგომი სარეალიზაციო მანქანებიც დააზიანა. როგორც მეპატრონეები აცხადებენ, ზარალი ასეულობით ლარს შეადგენს.

“ნამდვილი წარღვა იყო. არ ვიცი რა გვეშველება. ბანკიდან 30 ათასი პროცენტიანი ვალი მაქვს გამოტანილი. ყველა მანქანა თავიდანაა შესაღები. შეღებილ მანქანას კი ნახევარ ფასადაც ვერ გავყიდი. ძალიან ცუდ დღეში ვარ. მარტო მე კი არ ვარ ასეთ მდგომარეობაში, ყველა მანქანის მეპატრონე, რომელიც აქ დგას, ასეთ დღეშია.

სეტყვა რომ დაიწყო ადგილზე ვიყავი. გადავაფარე კიდეც, მაგრამ იმხელა ყინული მოდიოდა ვერაფერი ვუშველე”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

წყარო: Tv kve
mo ka