მთავარი სიახლეები ადიგენის ორ სოფელში, წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ადიგენის ორ სოფელში, წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

21
გაზიარება

ადიგენში სოფელ ვარხანსა და აბასთუმანში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოცხე ადიდდა, რის შედეგადაც ათობით სახლი დაიტბორა. ამ დროის მონაცემებით დაშავებულები არ არიან. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ადიდებული მდინარე ოცხე და მოვარდნილი ღელეები საცხოვრებელ სახლებში ისე შევარდა, რომ ადგილობრივებმა გამოსვლა ვერ მოასწერეს.

ამ დროისთვის ორი ასეთი ოჯახი ვარხანში სახლშია ჩარჩენილი. ათობით ოჯახიდან კი სამაშველო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბავშვები და ქალები გამოიყვანეს.

“მსხვერპლი არ არის, არც დაშავებულები არიან.“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

geopressnews.ge