მთავარი სიახლეები “მოგვეშველეთ ხალხო, აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება”

“მოგვეშველეთ ხალხო, აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება”

81
გაზიარება

ქუთაისში, გორა-საქუსლიას დასახლებაში მდებარე კერძო სასაფლაოს მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა ტყის გაჩეხვას აპროტესტებს. და დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ სასაფლაოს გაფართოებას ის ხეები ეწირება, რომლითაც მათ ჟანგბადი მიეწოდებათ. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ დროისთვის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ძირი ხე არის მოჭრილი.

„მოგვეშველეთ ხალხო. თავის დროზე აქ იმიტომ დავსახლდით, რომ ჟანგბადი გვქონოდა. სასაფლაოსთვის ისეთ ხეებს ჭრიან, გაზრდას რომ ნახევარი საუკუნე სჭირდება. მოგვეშველეთ, აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება. ორი დღის წინ გავიგეთ, რომ აქ ხეები იჭრებოდა. გამოვედით მოსახლეობა. ორი დრუჟბით იყვნენ მიმდგარი და პანტა-პუნტით ცვიოდა ხეები,“ – ამბობს ადგილობრივი მეგი დვალიშვილი.

მოსახლეობის ინტერესების დაცვის საჭიროებაზე საუბრობს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით კომენტარს არ სასაფლაოს მეპატრონე და არც იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო აკეთებს.