მთავარი სიახლეები ბაკურ გელაშვილი: “ამ განკარგულებას აკლია ნეპოტიზმის მუხლი და კაცის-კაცის ქვეპუნქტი”

ბაკურ გელაშვილი: “ამ განკარგულებას აკლია ნეპოტიზმის მუხლი და კაცის-კაცის ქვეპუნქტი”

66
გაზიარება
ტირანზე ტირანის დაძახება ყოველთვის სახიფათო იყო. ჩვენს დროში უფრო სახიფათოა უწოდო მონას – მონა” .რიუნოსკე აკუტაგავა

ცესკოს მიერ მიღებული განკარგულება
მეგობრებო! ჯერ კიდევ 29 მაისს ვწერდი, რომ ჩემს ადგილზე ლიახვის ოლქის მოქმედი წევრის დიმიტრი მურჯიკნელის გადმოყვანა ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი გედი ფოფხაძის დაჟინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო ჩემი არ არჩევის შესახებ და მეორე გამოთავისუფლებულიყო ლიახვის ოლქში ადგილი ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის იმედო ლაცაბიძის მეუღლისთვის ქ-ნ. დოდო ბასილაძისთვის, რომელიც დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურიმა საარჩევნო კომისიამ აირჩია.

29 მაისს ჩემს მიერ გამოქვეყნებული
გამოვა ვინმე და მეტყვის, რასაც ვწერდი 29 მაისს სიცრუე და ორპირობა იყო, დღეს ცესკომ განკარგულებით დაადასტურა ყოველივე ეს. უბრალოდ დასაბუთების ნაწილში გამორჩათ ნეპოტიზმის და კაცის-კაცის მუხლები და ქვეპუნქტების მითითება. ინსტიტუტი რომელიც თავს იწონებს დემოკრატიის მშენებლობით, სინამდვილეში ანგრევს მას თავისი მოქმედებებით. ძალიან საწყენია რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა მხოლოდ ბრიფინგებს ვერ ცდება ამ ქვეყანაში. კიდევ უფრო სავალალო მოჩვენებითი კონკურსები და ღირსეული კონკურსანტების გაწბილება და დამცირება.
აღარც კი მიკვრის, მაშინ როდესაც ტრეინინგ პროგრამაშიც კი ვერ ირჩევ დამოუკიდებლად მსმენელს და იმასაც მმართველი პარტიის შტაბი გირჩევს, ოლქის წევრად ადამიანის დამოუკიდებლად არჩევის შემთხვევა ხომ წარმომიდგენია რამდენად აღემატება თქვენს ძალებს.
“_ წერს ბაკურ გელაშვილი