მთავარი სიახლეები „რუსთავი 2“-ში თათბირის დასრულების შემდეგ შესაძლოა განცხადება გაკეთდეს

„რუსთავი 2“-ში თათბირის დასრულების შემდეგ შესაძლოა განცხადება გაკეთდეს

24
გაზიარება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი მიმდინარეობს. 

როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ტელეკომპანიის ოფისში მივიდა ზაალ უდუმაშვილი, „კურიერის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების ნაწილი.

„არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია, ასევე „რუსთავი 2“-ის იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. 

„რუსთავი2“-ის არცერთ თანამშრომელს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

სავარაუდოდ, თათბირის შემდეგ განცხადების გაკეთება იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

საზოგადოებრივი ნიკა გვარამიასთან და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ.

წყარო; http://1tv.ge/ge/news/view/164377.html