მთავარი სიახლეები “ორ დღეში იმ ბიჭს მივყვები ცოლად, ვისაც წლებია ვუყვარვარ, მაგრამ არ იცის...

“ორ დღეში იმ ბიჭს მივყვები ცოლად, ვისაც წლებია ვუყვარვარ, მაგრამ არ იცის რომ ის ჩემთვის პირველი არ იქნება.”

212
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ კაფეში ჩემს მეგობარს ველოდი, მან როგორც სჩვევია საკმაოდ დააგვიანა. დროის გასაყვანად ტელეფონში თავჩარგული სოციალურ ქსელში მეგობრების “პოსტების” კითხვით ვირთობდი თავს.
სხვა დროს ჩემს მეგობარს აუცილებლად ვუსაყვედურებდი დაგვიანებისთვის, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა.
ჩემი მისვლიდან რამდენიმე წუთში კაფეში გოგონა შემოვიდა, შავგრემანი, გამხდარი, გრძელი თმით. მზის სათვალე მაგიდასთან დაჯდომის დროსაც არ მოუხსნია. შემოსვლის თანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება, თუმცა მიშტერებას ვარჩიე ისევ ტელეფონს დავბრუნებოდი.
როცა მასთან მიმტანი მივიდა, გავიგე ცრემლებ შეპარული ხმით უთხრა: “მხოლოდ ყავა მომიტანეთ.”
თავიდან მეგონა, რომ ვიღაცას ელოდა, 10 წუთის გასვლის შემდეგ, ვიფიქრე ესეც ჩემს დღეში იყო და არაპუნქტუალური მეგობრის მსხვერპლი გახდა.
საბოლოოდ მივხვდი, რომ არავის ელოდა.
უეცრად შევნიშნე, სათვალის ქვემოდან ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
ტელეფონს თავი დავანებე და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე, ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა და ვატყობდი ცრემლების დამალვას მზის სათვალით ცდილობდა, თუმცა ჩემს თვალს არ გამოჰპარვია.
დიდ ხანს არ მიფიქრია, თავზე დავადექი და კომპანიონობის გაწევა შეთავაზე, თანაც პასუხის გაცემა არც ვაცადე ისე მოვკალათდი მის წინ და სწრაფად ავუხსენი, რომ ჩემი “უნამუსო” მეგობრის ლოდინით დავიღალე.
არ ვიცი, რატომ მაგრამ ახლა უკვე აღარ უცდია ცრემლების დამალვა და სათვალე მოიხსნა.
მე კი შევკრთი და ვითომ არ ვიცოდი, შეშფოთებულმა ვკითხე: “თქვენ რა, ტირით?” ~
-არა, უფროსწორად აღარ…
-რატომ ტიროდით?
გაეღიმა, ოდნავ დარცხვენილი მზერა მომაპყრო და მითხრა:
-გრძელი ამბავია, თანაც არამგონია უცხო ადამიანის პრობლემების მოსმენა გაინტერესებდეთ.
-არადა ეგ ჩემი საყვარელი საქმიანობაა!
ამ დროს უკვე ვნატრობდი, რომ ჩემს მეგობარს კიდევ დიდ ხანს დაეგვიანა.
არ ვიცი, რატომ მაგრამ მის თვალში ალბათ სანდო ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვე.
თავისი ისტორია ერთი ფინჯანი ყავისა და სიგარეტის ფონტზე გულახდილად მიამბო.
“ორ დღეში ქორწილი მაქვს, იმ ბიჭს მივყვები ცოლად, ვისაც წლებია ვუყვარვარ, მაგრამ არ იცის, რომ ის ჩემთვის პირველი არ იქნება. არადა ზუსტად ვიცი ამის გაგება გულს ძალიან ატკენს და შეიძლება ქორწილიც ჩაშალოს.
ორი წლის წინ თურქეთში დედასთან წავედი, იქ თითქმის ერთი წელის დავრჩი.
ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ერთი თურქი ბიჭი გავიცანი, შემიყვარდა და ცოლად გავყევი, დედაჩემი წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ დავუჯერე, სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული, იმ დროს მასზე უკეთესი არავინ მეგონა. ორ თვეში დაიჭირეს, ტანსაცმლის მაღაზიის გაქურდვის გამო, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ფეხმძმიედ არ დავრჩენილვარ.
ამ ამბის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, საშინელი დეპრესია მქონდა, არც მუშაობა მინდოდა და არც გართობა, ჩემს ნათესავებს და ახლობლებს ჩემი თურქეთში გათხოვების შესახებ არ გაუგიათ, დედაჩემმა არჩია ყველასთვის დაემალა.
5 თვის წინ მეგობრის დაბადების დღეზე ბავშვობის მეგობარს გადავეყარე, რომელსაც ლამის მთელი ცხოვრებაა ვუყვარვარ, იმ დღიდან ურთიერთობა აღვადგინეთ და დროთა განმავლობაში მეც შემიყვარდა, ერთი თვის წინ მისგან ცოლობის შემოთავაზება მივიღე და სიხარულით დავთანხმდი, მაგრამ მისთვის ჩემი წარსულის შესახებ არაფერი მითქვამს.
დედამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გაიგო გაოცდა და შემახსენა, რომ

თურქ მეუღლესთან ჯერ ისევ ქორწინებაში ვარ, მასთან განქორწინებას კი მისი თანხმობის გარეშე ვერ შევძლებ, ის ჯერ კიდევ ციხეშია, მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს, არ ვიცი როგორ უნდა შევატყობინო, რომ მასთან განქორწინება და სხვა კაცის ცოლობა მაქვს გადაწყვეტილი.”
როცა ამ ამბავს ვისმენდი, ვფიქრობდი რომ ნეტავ მე რას ვიზამდი მის ადგილას მეთქი?
მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე…
ერთ ხანს უსიტყვოდ მივაჩერდი, შემდეგ ზედმეტი შეფასებების გარეშე ვუთხარი, რომ საქმროსთვის სიმართლის თქმა სჯობდა, თუნდაც ეს ქორწილის ჩაშლის მიზეზი გამხდარიყო.
დარწმუნებული ვარ ასეთ რჩევას ელოდა და ეს თავადაც კარგად იცოდა, უბრალოდ სხვისგან მოსმენილ რჩევას უფრო ხშირად ვითვალისწინებთ, ვიდრე საკუთარი გულის თქმას.
ამასობაში ჩემი მეგობარიც “შემოქაქანდა”, ჩვენი საუბარი გაწყდა.
თუმცა არამგონია კიდევ რაიმე გვეთქვა ერთმანეთისთვის, არც იყო საჭირო.
სათვალე გაიკეთა, მიმტანს ყავის ფული გადაუხადა და დაუმშვიდობებლად გავიდა.

Dainteresdit.ge