მთავარი სიახლეები “მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს”

“მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს”

29
გაზიარება

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც თან ტექსტიც ერთვის, ქრონიკა უცვლელად გთავაზობთ მას.

“ახლახან, რუსთაველზე, ზებრაზე გადასვლისას, პოლიციის მანქანა გაჩერდა და მივარდნენ ქვეითად მოსიარულე, ნაყინის გამყიდველ მამაკაცს, “გაიმეორე, ბიჭო, რა თქვიო”. მოქალაქე რუსულად პასუხობდა, რომ ვერაფერი გაიგო. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პოლიცია ხუმრობდა, სანამ ნაყინის ურიკითურთ გაქცეული მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს.
სულ ეს იყო. არ ვიცოდი, სხვა რისი გაკეთება შემეძლო და ვიდეო გადავიღე.
ეს ორი კაცური კაცი კი, ამაღამ, ფორმის მიღმა, მშვიდად დაიძინებენ, მათ ხომ შეძახილის გამო, ასაკიანი კაცი, არაფრის მქონე, მენაყინე, კანონის უზენაესობის აღსასრულებლად დაიჭირეს:)
ღმერთმა უწყის რა მუხლებს მიუსჯიან და როგორ მოეპყრობიან, ან რა სახის ჯარიმას მიუსჯიან მენაყინე ასაკიან მამაკაცს, რომელსაც არავინ ჰყავს გამომსარჩლებელი.
ჩემი სამართლიანი სახელმწიფო”